მკერდის გადიდება | mkerdis gadideba

ეს არის ოპერაცია მკერდის ზომების გასაზრდელად. ოპერაციის მიზანია, სილიკონის იმპლანტანტების მეშვეობით სარძევე ჯირკვლების ზომებში მომატება, ფორმის შეცვლა, მსუბუქი ფტოზის და ასიმეტრიის კორექცია.

პლასტიკური ქირურგიის ისტორიის მანძილზე მკერდის გადიდების მიზნით გამოიყენებოდა სამი ძირითადი მეთოდი: გადიდება აუტოქსოვილებით, ინექციური სინთეტიკური მასალებით და იმპლანტებით.
ჩვენ კლინიკაში სარძევე ჯირკვლების პირველი აუგმენტაცია ჩატარდა 1980 წელს, თორაკოდორსალური ნაფლეთის როტაციის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს პაციენტს პანიკურად ეშინოდათ სილიკონის იმპლანტანტების და ამდენად მკერდის გადიდება შესაძლებელი იყო მხოლოდ აუტოქსოვილების გამოყენებით.
მკერდის აუგმენტაცია გაფართოებული თორაკოდორსალური აუტოტრანსპლანტაციის გამოყენებით – პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციის სქემატური გამოსახულება. ქვევით – პაციენტი ოპერაციიდან 7 დღის შემდეგ.

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია მკერდის აუტოქსოვილებით გადიდების რამდენიმე მეთოდი, თუმცა დღესდღეობით ამ მეთოდმა გამოყენება ჰპოვა პოლანდის სინდრომის შემთხვევებში (სრული ცალმხრივი ამასტია – სარძევე ჯირკვლის დიდი კუნთის არარსებობა) და აგრეთვე მკერდის რეკონსტრუქციის დროს.

ჩვენს კლინიკაში ესთეტიკური მიზნით სარძევე ჯირკვლების გადიდებისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ფირმების იმპლანტები, ისეთები, როგორიცაა Mentor, Silimed. ჩვენ სარძევე ჯირკვლების აუგმენტაციის დროს უპირატესობას ვანიჭებთ იმპლანტების ინტრამუსკულარულად მოთავსებას, ვინაიდან ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მკერდის უფრო ბუნებრივი ფორმის მიღება და გაცილებით ნაკლებია კაპსულარული კონტრაქტურების განვითარების რისკი.
ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა გარკვეული ფორმის, მოცულობის და პროფილის პროტეზი ინდივიდუალურად, რათქმაუნდა პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, თუმცა ლამაზი და ბუნებრივი მკერდის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იყოს სარძევე ჯირკვლის ანატომიური მაჩვენებლები.

დაწერე კომენტარი