მკერდის გადიდების ისტორია | mkerdis gadidebis istoria

პირველად მკერდის აუგმენტაცია ჩაატარა ჩერნიმ (Czerny) 1995 წელს. მან გამოიყენა ზურგის ლიპომიდან აღებული ქსოვილები, რომლებიც გადაიტანა მკერდის არეში ასიმეტრიის კორექციის მიზნით.
შემდგომში იყო როგორც დუნდულოებიდან და მუცლიდან აღებული სუფთა ცხიმოვანი აუტოქსოვილების, ისე კომპლექსური ქსოვილების (კან–ცხიმოვან–ფასციური ტრანსპლანტანტები) გამოყენების მცდელობა. ეს მეთოდები ვერ იძლეოდა სასურველ შედეგს, ვინაიდან ხდებოდა გადანერგილი ქსოვილების დეზორბაცია და ვითარდებოდა გამოხატული ასიმეტრია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით აუტოქსოვილები აქტიურად გამოიყენება მკერდის რეკონსტრუქციაში, ონკოქირურგიული ჩარევების შემდეგ მათი აღდგენის მიზნით.
მკერდის აუგმენტაციის მიზნით ინექციური სინთეტიკური მასალების გამოყენება დაიწყეს მე–18 საუკუნის ბოლოდან. 
1899 გერსუნიმ (Gersuny) პირველად გამოიყენა პარაფინის ინიექცია მკერდის გადიდების მიზნით. ამას მოყვა ცვილის და ბოსტნეულის ზეთების გამოყენება, რომელიც შეყავდათ კანქვეშ. ანალოგიური ხასიათის პროცედურები ცნობილ იქნა პაციენტების ჯანმრთელობისთვის საშიშად და 1960 წლიდან აიკრძალა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყნებში, არაკეთილსინდისიერი ქირურგები დღერმდე აგრძელებენ თხევადი ინიექციური მასალების გამოყენებას მკერდის გადიდების მიზნით, რაც იწვევს სარძევე ჯირკვლის ქსოვილების შეუქცეველ დაზიანებებს და ამ მასალის მიგრაციას ღრმა ქსოვილებში. ასეთ შემთხვევებში, გელის მოსაცილებლად ხშირად საჭირო ხდება რადიკალური მასტექტომიის (მკერდის მოკვეთა) ჩატარება.
ჩამოთვლილი სამი მეთოდიდან მკერდის გადიდების მიზნით ყველაზე გამართლებულია იმპლანტების გამოყენება. პირველი იმპლანტები მზადდებოდა სპილოს ძვლის (ეშვები) და მინისაგან, მაგრამ შემდგომში მათზე უარი ითქვა მათი არაბუნებრივი თვისებების გამო. შემდგომში ყურადღება მიიპყრო ივალონის მსგავსმა ღრუბლისებრმა მასალებმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მკერდისთვის უფრო ბუნებრივი ფორმის მიცემა. შემდეგ ღრუბლისებრი მასალების გამოყენებაც შეწყდა ისეთი გართულებების გამო როგორიცაა მათი შეკუმშვა, გამკვრივება, ფორმის შეცვლა და დამახინჯება.
თანამედროვე სილიკონის იმპლანტების ევოლუცია დაიწყო 1962 წლიდან, როდესაც კრონინმა (Cronin) და ჰეროუმ (Gerow) პირველად გამოიყენეს სილიკონი გელით შევსებული სილიკონის იმპლანტები. დროთა განმავლობაში სილიკონის იმპლანტებმა მთლიანად განდევნეს პრაქტიკიდან ყველა სხვა მეთოდი და მასალები.

დრესდღეობით მკერდის აუგმენტაციის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის სილიკონის იმპლანტები. ესენია მრგვალი, წვეთისებური და ანატომიური ფორმის იმპლანტები.
იმპლანტები ასევე შეიძლება მაღალპროფილიანი და დაბალპროფილიანი, რაც იძლევა დვრილ–არეოლის კომპლექსის სასურველ სიმაღლეზე დაყენების საშუალებას.

დაწერე კომენტარი