მკერდის გადიდების ოპერაცია | mkerdis gadidebis operacia

ჩვენებები


აუგმენტაციის ჩვენებები შეიძლება იყოს მიკრომასტია (პატარა ზომის სარძევე ჯირკვლები), პოსტლაქტაციური ინვოლუცია (მკერდის მოცულობის მნიშვნელოვანი დაპატარავება), და მშობიარობასა და ძუძუთი კვების შემდგომი კანის ელასტიურობის დაკარგვა, სუსტად გამოხატული ფტოზი, აგრეთვე სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია. მკვეთრად გამოხატული ფტოზის შემთხვევაში შესაძლებელია მკერდის აუგმენტაციის კომბინირება მის ლიფტინგთან.
დღესდღეობით მრავალწლიანი გამოკვლევების ჩატარების შედეგად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ იმპლანტების გამოყენება არ ზრდის სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკს. ყოველთვის იოლად შეიძლება მამოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. მიუხედავად ამისა ოპერაციის წინ ამ გამოკვლევების ჩატარება სავალდებულოა, ისევე როგორც მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სარძევეე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.


ოპერაცია


ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1–2 საათი.
იმპლანტების ჩაყენება შეიძლება როგორც ინტრამამალურ სივრცეში (ჯირკვლის ქვეშ), ისე მკერდის დიდი კუნთის ქვეშ (ინტრამუსკულარულად). განაკვეთი კანზე შეიძლება გაკეთდეს მკერდქვეშა ნაოჭის არეში, არეოლის გარშემო და იღლიის ქვეშ. განკვეთის სიგრძე 4–6 სმ–ია.
ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–4 დღეში.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი


როგორც წესი, პაციენტი მეორე დღეს ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოზე გასვლა შეიძლება ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.
ნაკერებს ხსნიან 10–12 დღეში, ზოგჯერ შესაძლებელია დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარება შეიძლება 1–2 თვის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის უფლება ეძლევათ ოპერაციიდან 2–3 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.

დაწერე კომენტარი