მკერდის ფორმის შენარჩუნება დიეტის დროს

საუკეთესო მეთოდი, შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა დიეტის დროს – ვარჯიშია. აზიდვები, ჰანტელები, ბურთით ვარჯიში – ყველაფერი ეს სასიკეთოდ წაადგება თქვენს მკერდს. 
გარდა იმისა, რომ მკერდი არ მოიკლებს ზომაში, ის გახდება მეტად მკვრივი. რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში, ზომაში მომატებული კუნთების ხარჯზე, მკერდი “მოიკლებს” მხოლოდ და მხოლოდ 1-3 სანტიმეტრს!

ცოტაოდენი ცხიმი დიეტის დროს

დაუმატეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს მცენარეული ზეთი – ეს იქნება მეორე მეთოდი მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად. უზმოზე მიიღეთ 10 გრ ზეთი (ერთი სუფრის კოვზი), ხოლო მთელი დღის განმავლობაში 30 გრ ცხიმი უნდა მიიღოთ. რა თქმა უნდა, არა ტორტებისა და სხვა ტკბილეულისგან. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დიეტის შემდეგ მკერდი არ მოდუნდეს და შემცირდეს ზომაში.

დაგვეთანხმებით, წესები საკმაოდ მარტივია, მაგრამ ეფექტურია მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად დიეტის დროს! თუმცა, გაითვალისწინეთ, თუკი იცავთ ისეთ დიეტას, რომლის დროსაც ყოველდღიური რაციონი 1200 კკალ-ზე ნაკლებია, მაშინ არანაირი სპორტი და ზეთი არ გიშველით მკერდის ფორმის შენარჩუნებაში.

დაწერე კომენტარი