პენისის გაზრდა ჯელქინგის ვარჯიშებით

jelqingi

არსებობს პენისის სხვადასხვა სახის ვარჯიშებით გაზრდის მეთოდები, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილ და ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ჯელქინგი/Jelqing.

ჯელქინგი პრინციპში სასქესო ასოს გადიდების ყველაზე უძველესი ტექნიკაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა ტომებისა და კულტურების მიერ მთელს მსოფლიოში.

პენისის გაზრდისთვის ჯელქინგს და მსგავს მეთოდებს გამოიყენებდენ არაბები, ტიბეტელი ბერები, სადჰუს ტომის ინდიელები, დაოსისტები.

მეთოდს ფლობდნენ წინასწარ განსწავლული და მომზადებული ადამიანებები, ძირითადად ბერები და ტომის ბელადები. ინფორმაცია ვარჯიშების ტექნიკის შესახებ ინახებოდა როგორც უმკაცრესი საიდუმლო და გადაეცემოდა მხოლოდ ზეპირმეტყველებით.

წერილობითი დოკუმენტები სამწუხაროდ თითქმის არ შემონახულა, ამიტომ, იმ მასაჟისტების ნდობა, რომლებიც მუშაობენ უძველესი სკოლების ამა თუ იმ მეთოდებით, საკმაოდ დასაფიქრებელი ნაბიჯია.

სავარაუდოდ, მათ მომსახურებას აქვს მხოლოდ კომერციული ხასიათი და საუკეთესო შემთხვევაში თქვენ ტყუილად დახარჯავთ მხოლოდ დროსა და თანხებს.

დღესდღეობით, მსგავსი ტექნიკის მრავალფეროვანი სახეობების მოპოვება თავისუფლად შეიძლება ინტერნეტში, მაგალითად: ინდონეზიური, არაბული, Bundled Stretch, და სხვა მეთოდები თუმცა დღესდღეობით ეს მეთოდიკა ითვლება ყველაზე ცნობილად მსგავს მეთოდიკებს შორის.

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს უამარავი ექსპერიმენტი, ტესტები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯელქინგი და სხვა მსგავსი ვარჯიშები, წარმოადგენს პენისის გაზრდის შედარებით ეფექტურ, მაგრამ შრომატევად საშუალებას. იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ხელშესახები შედეგი, საჭიროა დიდი ნებისყოფა და დრო.

რა თქმა უნდა ჯელქინგით პენისის დაგრძელება და კუნთოვანი მასის ზრდა შესაძლებელია და ძალისხმევის შემთხვევაში შედეგიც არ დააყოვნებს, მაგრამ ისევე როგორც ბოდიბილდერების შემთხვევაში, შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა მუდმივი, რეგულარული ვარჯიშები.

ჯელქინგი წარმოადგენს პენისის თვითმასაჟის ვარიანტს, რომელიც მოიცავს გარკვეული ვარჯიშების კომპლექსს. მისი გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მამაკაცს, მთავარია მოტივაცია და საკმარისი დროის არსებობა.

არსებობს ჯელქინგის რამოდენიმე მეთოდი. მათი არსი ერთი და იგივეა, განსხვავებულია მხოლოდ შესრულების ტექნიკა. ქვემოთ კი მოყვანილია კლასიკური, ყველაზე ეფექტური და შედეგის მომტანი მეთოდი.

მნიშვნელოვანი პირობა – ჯექლინგის ვარჯიშების ჩატარება სრულად ერეგირებულ პენისზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლძარღვების დაზიანება.

გახსოვდეთ, რომ ჯექლინგი არ არის მასტურბაცია! პენისი ერეგირებული უნდა იყოს არაუმეტეს 50-70%-მდე. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქმედების სწორად შესრულება და რეკომენდაციების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ იქნება.

ვარჯიშების შესრულების მინიმალური ვადაა 1 თვე. ამ ხნის განმავლობაში პენისის მღვიმოვანი სხეულების სისხლით მომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ჯექლინგის უპირატესობა – ჯექლინგის ტექნიკა ძალიან მარტივია და მისი შესრულება დამოუკიდებლად შეუძლია ნებისმიერ მამაკაცს. ეფექტის მიღწევა გაცილებით მალე და ხარისხიანად შეიძლება, თუ მასთან ერთად კომბინირებულად იქნება გამოყენებული პენისის გასაზრდელი გელები/კრემები/სპრეი და ვაკუუმური ტუმბოები/პომპები.

ჯექლინგის მთავარი უპირატესობაა ის, რომ მისი საშუალებით პენისის გაზრდა ნამდვილად შესაძლებელია. გარდა ამისა, უმჯობესედება პენისში სისხლის მიმოქცევა და ხდება ნერვული დაბოლოებების სტიმულაცია.

ჯექლინგის მინუსები – გარდა უპირატესობისა, ჯექლიგს აქვს მინუსებიც. კონკრეტულად, შესაძლოა პენისის ტრამვირება მასზე გადაჭარბებული ძალით ზემოქმედების დროს.

ამ დროს შეიძლება დაზიანდეს (გასკდეს სისხლძარღვები), პენისი კანი და და ლორწოვანი გარსი. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად და სიფრთხილად, რათა სარგებლის მაგივრად არ მიიღოთ ზიანი.

ჯექლინგისგან სარგებლის თუ ზიანის მიღება დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, რამდენად სწორად არის შესრულებული მისი ტექნიკა. თუ ყველაფერი გაკეთებული იქნება რეკომენდაციების მიხედვით, არანაირ პრობლემას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

 jelqingiჯექლინგის ტექნიკა პუნქტების მიხედვით:

 ერექცია უნდა იყოს 40-60%. ზედმეტი აღგზნების შემთხვევაში საჭიროა მოდუნება და ყურადღების გადატანა, რათა ერექცია შემცირდეს აღნიშნულ მნიშვნელობამდე.

 საჭიროა პენისზე მცირე რაოდენობით საპოხი საშუალების დატანა. როცა ჯექლინგის პროცესში იგი გაშრება, წაისვით განმეორებით. არ გამოიყენოთ ნივთიერებები, რომლიც აშრობს კანს (მაგალითად საპონი ან შამპუნი).

 შეაერთეთ ცერი და საჩვენებელი თითები ისე, რომ გააკეთოთ წრე (OK);

 შემოაჭდეთ ცერი და საჩვენებელი თითებით მიღებული წრე რაც შეიძლება მჭიდროდ და ახლოს პენისის ფუძესთან (მაგრამ არა ისე, რომ იგრძნოთ ტკივილი) და ფრთხილად ჩააცურეთ იგი ქვემოთ, პენისის თავის მიმართულებით.

 მიაღწევთ რა პენისის თავამდე, გაუშვით ხელი და პენისის ფუძესთან იგივე წესით (შეკრული ცერი და საჩვენებელი თითებით) გაიმეორეთ იგივე მოძრაობა უკვე მეორე ხელით.

 როგორც მიაღწევთ პენისის თავამდე, გაუშვით ხელი და პენისის ფუძესთან იგივე წესით (შეკრული ცერი და საჩვენებელი თითებით) გაიმეორეთ იგივე მოძრაობა ისევ პირველი ხელით.

 ყველა მოძრაობა უნდა იყოს აუცილებლად მიმართული მხოლოდ პენისის ფუძიდან პენისის თავის მიმართულებით.

 პენისის მასირება საჭიროა ერთნაირი ინტენსივობით მისი ზედაპირის მთელ სიგრძეზე.

 თანმიმდევრობით ცვალეთ ხელები, მთელი პროცესი უნდა წააგავდეს „წველის“ პროცესს.

 პროცედურის ხანგრძლივობა დასაწყისში უნდა იყოს 5 წუთი და ერთი თვის განმავლობაში დრო უნდა აიყვანოთ 20 წუთამდე;

 პროცედურის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად თანდათანობით უნდა გაზარდოთ დაწოლის (ხელისგულის მოძრაობის) ძალაც;

 არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ორგაზმი (ეაკულაცია), ეს ყველაფერს წყალში ჩაყრის და გამოვა, რომ თქვენ აკეთებთ მასტურბაციას და არა ჯექლინგს. ამიტომ, თუ ატყობთ, რომ ორგაზმი მოახლოვდა, შეაჩერეთ ვარჯიში და როცა აღგზნების ტალღა გადაივლის, კვლავ გააგრძელეთ.

ჯექლინგის მიმართულება და პოზიცია – გამოყოფენ ჯექლინგის შესრულების ორ ძირითად მიმართულებას და პოზიციას:

 პროცედურა, როცა პენისი მიმართულია ზემოთ (ჭერისკენ) – ამ დროს ძირითად დატვირთვას თავის თავზე იღებს პენისის გარსი, რომლის გაჭიმვაც (გაწელვაც) ამ მდგომარეობაში შედარებით რთულია. ასევე რთულია პენისის ფუძესთან ხელის რაც შეიძლება ახლოს მოჭერა.

შესაბამისად, ამ პოზიციაში ჯექლინგის პროცედურა უმჯობესია, როცა გსურთ პენისის დიამეტრის გაზრდა და არა სიგრძის.

 პროცედურა, როცა პენისი მიმართულია ქვემოთ (იატაკისკენ) – ამ დროს ძირითად დატვირთვას თავის თავზე იღებს პენისის ზედა იოგები, სისხლის მოძრაობა პენისში უფრო ინტენსიურია და ხელითაც პენისის ფუძე უფრო ადვილი მისადგომია.

შესაბამისად, ამ პოზიციაში ჯექლინგის პროცედურა უმჯობესია როცა გსურთ პენისის სიგრძეში გაზრდა.

ჯექლინგის შესრულების ტემპი – ხელების მოძრაობის სიჩქარეს ჯექლინგის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

თავი უნდა აარიდოთ მოძრაობას, რომელიც გრძელდება 3 წამზე მეტი (ჩაჭიდება და მოძრაობა მარჯვენა ან მარცხენა ხელით), ანუ ორივე ხელის მოძრაობის დრო უნდა იყოს დაახლოებით 6-7 წამი.

თუ დაკარგეთ კონცენტრაცია, შეიძლება ნელი, ხარისხიანი  მოძრაობებიდან თქვენდა უნებურად გადახვიდეთ სწრაფ ტემპზე, რომელიც უფრო მასტურბაციის ტოლფასი იქნება, ვიდრე ჯექლინგისა.

შეგიძლიათ დრო დაინიშნოთ თვლით (ერთი, ორი, სამი), ან უყუროთ საათს ან მეტრონომს.

ჯექლინგის ვარიაციები – სპეციალისტები გამოყოფენ ჯელქინგის შესრულების მიმართ ორი განსხვავებულ მიდგომას:

»» სველი ჯელქინგი;

»» მშრალი ჯექლინგი;

სველი ჯექლინგი – როგორ უნდა გაკეთდეს სველი ჯექლინგი? ისევე როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სხულის მომზადება ვარჯიშისთვის, რათა მოხდეს კუნთების „გახურება“ და გამორიცხული იქნას ტრამვების შესაძლებლობა.

ნაწილობრივ, სველი ჯექლინგის შესრულება ყველაზე პრიორიტეტეულია შხაპის ქვეშ. ამისთვის საჭიროა წყლის ტემპერატურის დარეგულირება. იგი უნდა იყოს საკმარისად, მაგრამ არა ზედმეტად თბილი (არ უნდა წვავდეს პენისს).

ამის შემდეგ საჭიროა საფენის ან პირსახოცის დასველება წყალში, პენისზე შემოხვევა და ამ პროცედურების გაგრძელება იქამდე, სანამ იგი კარგად არ გათბება. როგორც შედეგი, უნდა იგრძნობოდეს სითბოს შეგრძნება სასქესო ასოში.

სველი ჯექლინგის კიდევ ერთი ვარიანტია საპოხი საშუალებების ანალოგების გამოყენება. ამისთვის შეიძლება გამოდგეს ჩვეულებრივი ტანის ზეთი. აუცილებელია ზეთის მცირე რაოდენობით, თანაბრად განაწილება პენისის მთელს პერიმეტრზე.

შემდეგ კი ჩვეულებრივ, შეაერთეთ საჩვენებელი და ცერა თითები ისე, რომ მიიღოთ მცირე ზომის რკალი. შემოაჭდეთ ეს რკალი პენისს და ოდნავ მოუჭირეთ ისე, რომ იგი მწყობრად და მსუბუქად ცურავდეს პენისის თავის და უკუ მიმართულებით.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ პროცედურაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ორივე ხელმა, ხოლო ტექნიკა შესრულდეს ერთ ცდაზე დაახლოებით 100-ჯერ.

მშრალი ჯექლინგი – სველი ჯექლინგის ტექნიკისგან განსხვავდება იმით, რომ პროცედურის შესრულება ხდება საპოხი საშუალებების გარეშე.

მშრალი ჯექლინგის დროს, პრინციპში სრულდება იგივე მოძრაობები, როგორც სველი ჯექლინგის დროს, მხოლოდ ერთი განსხვავებით – პენისს უნდა ჩასჭიდოთ ხელი (ყველა თითებით) და დაჭიმოთ (გაწელოთ) მისი კანი ისე, რომ ხელი არ ცურავდეს პენისის გასწვრივ.

მშრალი ჯექლინგი ხელს უწყობს სასქესო ასოს კანის ქსოვილების ზრდას, რითაც ზრდის პენისის დიამეტრს.

მოძრაობის ტემპი თანდათანობით უნდა გაიზარდოს, თუმცა სველი ჯექლინგისგან განსხვავებით საჭიროა მეტი სიფრთხილის გამოჩენა, რადგან პროცედურა სრულდება საპოხი საშუალებების გარეშე და მეტია პენისის ტრამვირების რისკი.

მშრალი ჯექლინგის პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია დილით, როცა ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში ყველაზე მაღალია. ამ დროს ნაკლებია ტკივილის შეგრძნებაც.

მწვავე ტკივილის შემთხვევაში კი საჭიროა 1 დღით თავი დაანებოთ პროცედურებს და შეისვენოთ. არ იჩქაროთ და შე,დეგ კვლავ გააგრძელოთ პროცედურები.

გაითვალისწინეთ – ზემოთ მოყვანილი პროცედურები არის ჯექლინგის კლასიკური მეთოდი. ამიტომ, ყოველგვარი ვიდეო ფაილების ან CD დისკების სახით წარმოდგენილი „სპეციალური“ ფასიანი პროგრამები, რომელიც გავრცელებულია ინტერნეტში და რომლებშიც თითქოსდა გადმოცემულია ჯექლინგის საიდუმლო და განსხვავებული ტექნიკა (აგრეთვე სხვა მეთოდები) არის – ტყუილი და თვალთმაქცობა!

ამგვარი პროგრამების გამავრცელებელი პირები საერთოდ არ არიან კომპეტენტურები და ვერ ერკვევიან საქმის არსში. ანუ ყიდიან იმას, რის შესახებაც წარმოდგენაც კი არა აქვთ.

ეს კი შეიძლება არა მხოლოდ თანხის ტყუილად დაკარგვის მიზეზი გახდეს, არამედ საშიში იყოს პენისის ტრამვირების თვალსაზრისით.

ზედმეტი ვარჯიშის სიმტომები – ზედმეტად აქტიურმა ვარჯიშებმა და პროცედურებმა, შესაძლოა ერექციის დროებითი შესუსტება, დილის ერექციის გაქრობა და პენისის ზრდის შეჩერება გამოიწვიოს.

ამ შემთხვევაში, აუცილებელია პროცედურების შეწყვეტა რამდენიმე დღის განმავლობაში, ჯექლინგის ვარჯიშის პროგრამის გადახედვა და აუცილებლობის შემთხვევაში მასში კორექტივების შეტანა.

თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომები არის დროებითი და ქრება 2-3 დღის შემდეგ.

ტრამვის შემთხვევაში, რეკომენდებულია შემახორცებელი კრემის გამოყენება, მაგალითად ისეთი კრემისა, როგორიცაა Philips Avent (შეიძლება ნებისმიერი სხვა კრემის გამოყენება).

დაწერე კომენტარი