სექსის 4 ფაზა

⚕️ იცოდით რომ სექსს ფაზები აქვს? ანუ პოსტი, რომელიც ყველა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

📌 სექსუალური აქტი საკმაოდ რთული და ფიზიოლოგიურად აქტიური პროცესია, რომელშიც მრავალი ორგანოთა სისტემაა ჩართული. სექსის ფიზიოლოგიაზე სხვა დროს მოგიყვებით, ახლა მხოლოდ ფაზებზე გიამბობთ.

📈 სექსს ოთხი ფაზა გააჩნია. ამის შესახებ სექსოლოგიის ერთ-ერთ პირველ წიგნში ვკითხულობთ, რომელიც 1957 წელს იქნა დაბეჭდილი მასტერისა და ჯონსონის მიერ. ეს ადამიანები შეიძლება ითქვას სექსუალური განათლების პიონერები არიან, მათ 10000 ორგაზმი და 700-მდე პიროვნების სექსუალური ცხოვრება შეისწავლეს და წიგნში აღწერეს. (თავადაც უყვარდათ ერთმანეთი)

🔢 სექსუალური აქტის ფაზები:

1) აღგზნების ფაზა: წარმოადგენს სასტარტო ეტაპს, რომელიც შეიძლება განვითარდეს კოცნის, შეხების, ვიზუალური მასალის ნახვის შემდეგ. მას მოჰყვება აღგზნება. ორგანიზმში იგი გამოიხატება სხეულის ტემპერატურის მომატებით, წნევისა და გულის ცემის სიხშირის გაზრდით, კანის გაწითლებით. სისხლის მომარაგების გაზრდის გამო, ქალებში იწყება გარეთა სასქესო ორგანოების ზომაში ზრდა და ჯირკვლების მიერ სპეციალური ლუბრიკანტის გამომუშავება, რომელიც საჭიროა სექსუალური აქტისათვის. ასევე ხდება ძუძუს თავების და ორეოლას ზომაში ზრდა. მამაკაცებში ხდება პენისის ზომაში ზრდა (ერექცია) მთლიანად ან სანახევროდ.

2) პლატო – ამ ფაზაში ხდება რა წინარე ფაზის მდგომარეობის შენარჩუნება. ამასთანავე ვაგინის გარეთა მესამედის მკვრივდება, ხოლო მამაკაცებში ხდება ყველაზე სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების ეაკულაცია. ( ამიტომ, მეგობრებო, შეიძლება ვერ მოასწროთ… არასასურველი ორსულობის მიზეზი ხშირად სწორედ ამ დეტალის არცოდნაა.)

3) ორგაზმი – ყველაზე მოკლე და ყველაზე სასიამოვნო ფაზაა სექსის დროს. ეს არის პიკი, რომელშიც ჩართულია მთელი რიგი ნერვულ-ჰორმონალური პროცესები. ამ დროს ხდება სასქესო კუნთებისა და ქვემო კიდურების რიტმული შეკუმშვა, რაც მამაკაცში იწვევს ეაკულაციას. პროცესში მთავარი როლი ოქსიტოცინის ენიჭება.

4) რეფრაქტერობის ფაზა. ეს ფაზა ძირითადად მამაკაცებს ახასიათებთ, რომლის დროსაც ხდება აქტამდელი მდგომარეობის აღდგენა (პენისი ზომას უბრუნდება, წნევა იკლებს, გულის ცემის სიხშირე მცირდება). ამ დროს ფაქტიურად შეუძლებელია მამაკაცებში ორგაზმის, განსხვავებით ქალებისაგან, რომლებსაც ეს ეტაპი თითქმის არ ახასიათებთ და მრავლობითი ორგაზმის მიღწევა შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *