ანალური სექსი

ანალური სექსი თითქმის ისეთივე ძველია, როგორც მისი ვაგინალური ფორმა, რომელიც შექმნილია ბუნების მიერ და წარმოადგენს შთამომავლობის გაგრძელების მექანიზმის ნაწილს.

თუმცა, ადამიანებში სქესობრივი კავშირის ინსტიქტი აღმოჩნდა იმდენად მძლავრი, რომ სულაც არ არის გასაკვირი მათ მიერ აღმოჩენილი ანუსის რეალიზაციის სხვა მეთოდები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა შეხედულება ანალურ სექსზე დიამეტრულად განსხვავებულია, თვალსაჩინოა როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის დაინტერესება ანუსის სხვა ამპლუაში ექსპლუატაციის მიმართ.

რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით სქესთა შორის შეხედულებათა სხვაობას, რატომღაც მამაკაცთა რაოდენობა, რომლებიც მიდრეკილები არიან დაეუფლონ ქალის ანუსს, გაცილებით მეტია, ვიდრე ქალებისა, რომელთაც სურვილი აქვთ აღმოჩნდნენ საკუთარი „მეხუთე წერტილით“ აღგზნებულ ფალოსზე.

მამაკაცებისთვის ასეთი უსიამოვნო პარადოქსის მიზეზია ის, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სექსუალური განათლების არ არსებობამ, სრულიად გამორიცხა გათვითცნობიერება და რაიმე სახის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა სექსის სახეობების, მათ შორის ანალური სექსის მიმართ.

ამ სახის საკითხებს მკაცრი ტაბუ ედო და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, ადამიანების გონებიდან პრაქტიკულად წაშალეს ყოველგვარი ფიქრიც კი, იმის შესახებ, რომ პენისის მოთავსება შეიძლებოდა რომელიმე სხვა ხვრელში გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იყო რეგლამენტით.

ამ ყველაფერმა არა მხოლოდ შეაჩერა სექსუალური კულტურის ჩამოყალიბების პროცესი, არამედ კიდევ უარესი – სექსუალურ უვიცობას დაუდო საფუძველი, რაც სამწუხაროდ მიუხედავად კარდინალურად შეცვლილი მდგომარეობისა, დღესაც აქტუალურია და სავარაუდოდ აქტუალური იქნება მომავალშიც.

ანალური სექსი არასოდეს განიხილებოდა როგორც ვაგინალური სექსის რეალური დამატება. ამიტომ, არათუ წარსულში, დღესაც ძალიან ცოტამ იცის ანალური სექსის, მისი ტექნიკის, სტრატეგიის, შეღწევის სიღრმისა და დახრის კუთხის, აუცილებელი ჰიგიენის, წინა მოსამზადებელი პროცედურებისა და ა.შ. შესახებ.

დაწერე კომენტარი