ინტიმური ჰიგიენა ქალებისთვის

ინტიმური ჰიგიენის წესები ჯანმრთელობისთვის

ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, თუმცა ბევრ ადამიანს ეს თემა მაინც შეუმჩნეველი რჩება. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ჰიგიენის მარტივ წესებს, რომელთა დაცვა დაგეხმარებათ სისუფთავისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

  1. როდის მივმართოთ გინეკოლოგს? სპეციალისტები არაერთხელ განმარტავენ, რომ არსებობს სიმპტომები, რომელთა დროსაც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ესენია: ტკივილის შეგრძნება, ქავილი და წვა, რაც, შესაძლოა, ბაქტერიული ან ინფექციური დაინფიცირების შედეგი იყოს.

  2. საცვლების შერჩევა უმჯობესია უარი თქვათ არაკომფორტულ და სინთეტიკურ საცვლებზე და ისინი ბამბის ქსოვილით ჩაანაცვლოთ. არაბუნებრივი მასალები ქმნის ხელსაყრელ გარემოს საშიში ბაქტერიების რეპროდუქციისთვის (გამრავლებისთვის).

  3. შხაპი თუ აბაზანა? ერიდეთ ყოველდღიურ, საფუძვლიან აბაზანას, რადგან ამ დროს არსებობს რისკი, რომ მავნე მიკრობებთან ერთად სასარგებლო მიკროფლორაც განადგურდეს. ჰიგიენისთვის სრულიად საკმარისია მსუბუქი შხაპის მიღება.

  4. სიფრთხილე ეპილაციის დროს სპეციალისტები გვირჩევენ, სიფრთხილით მოვეკიდოთ ინტიმურ ზონაში ჩატარებულ ეპილაციას. არაკვალიფიციურმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ჩაბრუნება, რაც თავის მხრივ იწვევს არა მხოლოდ გაღიზიანებას, არამედ ჩირქოვან აკნესაც.

  5. სისუფთავის პერიოდულობა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საცვლები დღეში მინიმუმ 1-2-ჯერ უნდა გამოიცვალოთ. ეს მარტივი წესი ხელს უშლის მავნე ბაქტერიების განვითარებასა და გავრცელებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *