პატარა პენისი პრობლემა არ არის!

patara-aso

საკუთარი მცირე ზომის მამაკაცური ღირსების მიმართ დამოკიდებულების მიხედვით არიან ორი ტიპის მამაკაცები.

პირველნი იჩენენ დიდ ნებისყოფას, აღიჭურვებიან მრავალმხრივი ცოდით და ყოველგვარი ბუნებაში არსებული მეთოდების გამოყენებით ცდილობენ მიაღწიონ სასურველ შემდეგს. მათი უმრავლესობა აღწევს კიდეც შედეგს.

მეორენი კი ნაკლები ნებისყოფის, სიზარმაცის, უნდობლობის და სხვა მრავალ მიზეზთა გამო ეგუებიან მდგომაროებას, ხოლო შემდგომში იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით.

რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი მამაკაცებიც, რომლებმაც მაღალი ნებისყოფისა და ყოველგვარი ზომების მიღებისდა მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ წუხილით და ნერვიულობით ასეთი მამაკაცების პენისის ზომები არ გაიზრდება, ხოლო მათი მეუღლეები (ან მეგობარი ქალბატონები) სავარაუდოდ ვერ იქნებიან სრულყოფლად დაკმაყოფილებულები.

ამიტომ მივმართავთ ასეთ მამაკაცებს – დაკმაყოფილდით იმით, რაც მოგანიჭათ ბუნებამ და გახდით საყრდენი თქვენი მეუღლეებისთვის (ან მეგობარი ქალბატონებისთვის): ადამიანურობით, მეგობრობით, მატერიალური კეთილდღეობით, პერსპექტივით, ერთგულებითა და სანდოობით.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ მაქსიმალურად დააკმაყოფილოთ საკუთარი პარტნიორი ქალი საწოლში, დააკმაყოფილეთ იგი ცხოვრების სხვა სფეროებით.

ცოდნა და შეგრძნება იმისა, რომ ქალი გიძღვნით მთელს თავის ცხოვრებას, გიჩენთ შვილებს, ატარებს თქვენს გვარს, გკოცნით ყოველ დილით – გაცილებით სიმშვიდის მომტანია ვიდრე საერთოდ იცხოვროთ სექსის, მეუღლის, შვილების გარეშე და განიცდიდეთ, რომ პატარა ზომის პენისი გაქვთ.

ყოველთვის მიჰყევით და დაიცავით ყველაზე მთავარ წესი – „განიცადა ქალმა ორგაზმი? – განვიცადე მეც! – დარჩა ქალი ორგაზმის გარეშე? – ორგაზმის გარეშე დავრჩები მეც!“

ეს გასწავლით მიანიჭოთ სიამოვნება პირველ რიგში ქალს, და ამით თქვენს თავსაც მიანიჭოთ მაქსიმალური სიამოვნება, რამეთუ მრავლად არიან ისეთი მამაკაცები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ აქვთ დიდი ზომის სასქესო ორგანოები, ვერ ანიჭებენ საკუთარ პარტნიორ ქალებს სიამოვნებას.

დიახ, მიმართეთ ყოველგვარ ხერხს და ფანტაზიას, რომ განაცდევინოთ ორგაზმი საყვარელ ქალს. გამოიყენეთ ამისთვის თქვენი თუნდაც პატარა ზომის პენისი (მითუმეტს, თუ არ არსებობს ერექციის პრობლემა), ხელები და სხვადასხვა სახის სექსუალური სათამაშოები (პენისის საცმები, ფალოიმიტატორები, სტრაპონები და ა.შ), რომელთა ასორტიმენტი საბედნიეროდ მრავლადაა.

გახსოვდეთ, რომ ეს გაცილებით უკეთესია, ორმაგი სიამოვნების მომტანია და დაგეხმარებათ სრულყოფილი სექსუალური ცხოვრების მიღწევაში, ვიდრე ის, რომ დაჯდეთ და „იტიროთ“, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის პენისი გაქვთ.

რა თქმა უნდა თვალსაჩინოა მსხვილი და გრძელი სასქესო ორგანოს უპირატესობა მოკლე და წვრილ პენისთან შედარებით, რადგან იგი ანიჭებს ქალს ორგაზმს მხოლოდ თავისი გაბარიტებით – მეტი დაწოლით საშოს კედლებზე, კლიტორთან მეტი კონტაქტით, G წერტილის სტიმულაციით.

მაგრამ, თუ ზემოთ აღწერილ მეთოდებს მიმართავთ, მართალია მოგიწევთ მეტი ძალისხმევის გამოჩენა, მაგრამ შეგიძლიათ 100%-ით მიაღწიოთ იგივე შედეგს.

ამიტომ, იყავით მამაკაცი! გადაწყვიტეთ საკითხი კარდინალურად და პატიოსნად! შეისწავლეთ პარტნიორი ქალის ყველაზე ეროგენული ზონები, სრულყოფილად დაეუფლეთ სექსის ტექნიკას და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წარსულში დარჩება ფსიქოლოგიური ბარიერი და წნეხი საკუთარი მცირე ზომის სასქესო ორგანოსთან დკავშირებით.

პ.ს. იქნებ აქ იპოვოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია

დაწერე კომენტარი