მკერდის ზომისა და ფორმის ბუნებრივი გაუმჯობესების გზები
მკერდის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება და ზომის კორექცია ბუნებრივი მეთოდებითაცაა შესაძლებელი. ქვემოთ მოცემულია 5 ძირითადი მიმართულება, რომლებიც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ:
1. მკერდის კუნთების გავარჯიშება
მკერდის ქვედა ნაწილის კუნთების ზომის გაზრდა სპეციალური ვარჯიშებითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მკერდის ქსოვილისა და ჯირკვლის ფორმა არ იცვლება, მკერდქვეშა კუნთის განვითარება ქმნის ილუზიას, რომ თქვენი მკერდი ფაქტობრივ ზომაზე დიდია. ეს მას დამატებით მოცულობასა და „აწეულ“ იერს სძენს.
2. მცენარეები და საკვები რაციონი
ზოგიერთი მცენარე და პროდუქტი ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს, რაც აისახება მკერდის ზომაზეც:
-
ულუმბო / ლურჯი უცხო სუნელი (Fenugreek): ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას. მას ხშირად იყენებენ ლაქტაციის დროს, რადგან ის მკერდის ზომის ზრდას უწყობს ხელს.
-
ცერეცოს თესლი (Fennel Seeds): ახდენს ორგანიზმში ესტროგენის სტიმულირებას.
-
ღიღილო ყვითელი (Cnicus benedictus): თავისი თვისებებით ულუმბოს ჰგავს და ორგანიზმს რძის გამომუშავებისკენ „უბიძგებს“.
-
სერენოა (პალმის ჯიში): ახდენს ტესტოსტერონის ბლოკირებას, რაც გზას უხსნის ესტროგენების თავისუფალ გამომუშავებას.
3. მასაჟი და კანის მოვლა
რეგულარული მასაჟი კანს სიმკვრივეს მატებს, ხელს უწყობს მკერდის აწევასა და ფორმის გაუმჯობესებას. რეკომენდებულია მასაჟის გაკეთება ყოველდღიურად, 30 წუთის განმავლობაში. საუკეთესო ეფექტისთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის მკერდის კრემი. გაითვალისწინეთ, რომ შედეგი დაუყოვნებლივ არ ჩნდება და მასაჟს მხოლოდ დამხმარე თვისება აქვს.
4. სწორი და გამართული დგომა
შესაძლოა, ეს ზედმეტად მარტივად ჟღერს, მაგრამ დგომის მანერა მკვეთრად ცვლის მკერდის ვიზუალს. ჩამოყრილი მხრები და მოხრილი ზურგი მკერდს უფრო პატარას აჩენს, ვიდრე ის სინამდვილეშია. წელში გამართვა მყისიერად ცვლის თქვენს სილუეტს.
5. ტესტოსტერონის დონის კონტროლი
ქალებში ტესტოსტერონის (მამაკაცური ჰორმონის) მაღალი დონე ხშირად მცირე ზომის მკერდის მიზეზი ხდება. სასურველია შეამციროთ ისეთი საკვების მიღება, რომელიც ტესტოსტერონის სტიმულირებას ახდენს. ასეთებია:
-
ხორცი და ხამანწკები;
-
თეთრი ბრინჯი, ჩიფსები და კრეკერები;
-
ტკბილი სასუსნავები, გაზიანი სასმელები და ცომეული.
ეცადეთ, რაციონში მეტი ადგილი დაუთმოთ ჯანსაღ პროდუქტებს, რომლებიც ჰორმონალურ ბალანსს დაესმარება