ორალური სექსი და მამაკაცის ფსიქოლოგია

თუ ქალი ლამაზია, ჭკვიანია, გააჩნია მაღალი ღირსების გრძნობა, ნუ მობეზრებთ მას თავს ორალური სექსის გამუდმებული თხოვნით, ეს უშედეგოა. არჩევანი მან უნდა გააკეთოს.

რა თქმა უნდა, ყველა მამაკაცის სურვილია ქალმა გაუკეთოს მინეტი და თანაც ყოველთვის, როცა ეს მას მოესურვება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალიც ისეთივე ადამიანია, როგორიც თქვენ და საშინლად აღიზიანებს სიტყვა „ვალდებული“.

ამიტომ, გახსოვდეთ, რომ მას თქვენთან ორალური სექსის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, მითუმეტეს თუ ეს პროცესი ძალიანაც არ მოსწონს.

ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მამაკაცი, რომელიც ხმაში მტირალა ნოტებით ითხოვს ქალისგან მინეტს, არ მიიღებს პასუხად უარს!

განსაკუთრებით მომაბეზრებელია ქალისთვის, როცა მამაკაცი არ იმჩნევს მის – „ეხლა არა“/“დღეს არა“/“არასოდეს“ და მაინც საწყლად და ხვეწნით მოითხოვს საწადელის შესრულებას.

ასეთი მამაკაცი ქალისთვის საცოდავი და კატეგორიულად არა სექსუალურია.

ისიც მართალია, რომ მამაკაცების უმრავლესობას ექმნება სირთულე ადეკვატური ტერმინოლოგიის შერჩევის დროს, ამიტომ საჭიროა საკუთარი სურვილების და ემოციების გონივრული  და ფაქიზი ვერბალიზაცია.

სხვათა შორის, თუ არჩევანი გასაკეთებელია საგანგებოდ უხეშად ნათქვამ „მოდი მომწოვე“ და ნაზად ნათქვამ „გამიკეთე გეთაყვა მინეტი“ შორის, რა თქმა უნდა ორივე შემთხვევაში შეიძლება „ჩაფლავდეთ“, მაგრამ ძალიან ხშირად, შესაძლოა პირველი გამონათქვამით უფრო შეიძლება მიაღწიოთ მიზანს.

შედარებით ნაკლებად საცოდავად გამოიყურება, ქალის ორალურ სექსის განწყობაზე მოსაყვანად, მამაკაცების მხრიდან, მათი აზრით ამგვარი წონიანი არგუმენტების დასახელება, როგორიცაა სპერმის სასწაულმოქმედ თვისებებზე საუბარი (აუმჯობესებს სახის კანს, კურნავს გასტრიტს, იდეალურია კარიესის წინააღმდეგ და ა.შ). ასევე – ებრძვის ტუჩების კუთხეში გაჩენილ ნაოჭებს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ა.შ. და ა.შ…

შესაძლოა ზოგიერთი ამგვარი არგუმენტი ნამდვილად შეესაბამებოდეს სინამდვილეს, მაგრამ ქალებს უკვე ათასჯერ აქვთ მოსმენილი და წაკითხული ამის შესახებ და ამგვარი დისკუსიით ორალური სექსი მათთვის მეტად მიმზიდველი და სასურველი სულაც არ გახდება.

ზოგიერთი მამაკაცს, ქალის ფელაციაზე დასათანხმებლად საკუთარ სექსუალურ არსენალში აქვს ორალური სექსის ისეთი სახეობა, როგორიცაა – კულინგუსი.

კულინგუსს შეუძლია (თუმცა ამის გარანტია არ არსებობს), რომ პარტნიორმა ქალმა საპასუხოდ ნამდვილად აუსრულოს მამაკაცს სურვილი და დათანხმდეს მას მიანიჭოს ორალური სიამოვნება.

სამაგიეროდ, თითქმის 100%-ით მუშაობს ხოლმე უკურეაქცია, როცა მამაკაცი უარს ამბობს კულინინგუსზე. ამას ქალის მხრიდან მოჰყვება სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი რეაქცია – „არ გსურს დამაკმაყოფილო ორალურად? – ჩემგანაც ნუ ელი ამას!“

ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მამაკაცებმა ამ დროს გააკეთონ – გამოთქვან საკუთარი დრომოჭმული შეხედულებები, რომ არ არის მამაკაცის საქმე, ჩაყოს თავი ქალის შორისში, რომ ეს საზიზღრობაა და ა.შ.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი ამგვარი პასუხის შემდეგ, ნებისმიერი თავმოყვარე ქალი, თუნდაც იმისთვის, რომ ნიშნი მოგიგოთ, უარს გეტყვით მინეტზე.

კიდევ ერთი ნიუანსი, რომლის დროსაც პარტნიორ ქალს შესაძლოა საერთოთ დაუკარგოთ თქვენთვის ორალური სიამოვნების მინიჭების ხალისი, არის ის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენთ მის შესაძლო სურვილზე – გაკოცოთ ფელაციის შემდეგ.

თუ ამ დროს თქვენი პასუხი იქნება – „ხომ არ სჯობს ჯერ წახვიდე აბაზანაში და გაიწმინდო კბილები“, მისთვის გასაგები გახდება ერთი – მან გასიამოვნათ, თქვენ კი მას „სუფთად“ არ მიიჩნევთ, ამიტომ სავარაუდოდ მომავალში თქვენი გულისთვის „დასვრას“ აღარ მოისურვებს.

ორალური სექსი ძალიან ინტიმური საკითხია. აქ ბევრი რამ დამოკიდებულია არა ფიზიკურ შემადგენელზე (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია), არამედ მორალურზე.

ამიტომ, ყველა მამაკაცს უნდა ახსოვდეს, რომ დაძალება და ძალდატანება არის ყველაზე დიდი სიმდაბლე და შეცდომა, რაც ამ დროს შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამგვარი მოქმედება ყველა ვარიანტში კარგად არ დასრულდება.

საიდუმლოს არ წარმოადგენს და ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ ყველა ქალს არ მოსწონს ორალური სექსი და წარმოუდგენლად მიაჩნია გასინჯოს სპერმის გემო.

გასაგებია, რომ ორალური სექსი სიამოვნების უმაღლეს დონეს წარმოადგენს, მაგრამ მთავარი მაინც საყვარელ ქალზე ზრუნვა, მისის სურვილების და შეხედულებების პატივისცემა და გაგებაა.

ერთი სიტყვით, რაიმე კონკრეტული რეცეპტი, იმისათვის რომ ქალი განაწყოთ ორალური სექსის მიმართ დადებითად და დაითანხმოთ მინეტის გაკეთებაზე – არ არსებობს!

ეს ბუნებრივიცაა, რადგან თითეულ ქალს გააჩნია საკუთარი შეხედულება და დამოკიდებულება სექსის ამ სახეობის მიმართ და ის, რაც შეიძლება მისაღები და მოსაწონი იყოს ერთისთვის, შეიძლება აბსოლიტურად მიუღებელი აღმოჩნდეს მეორესთვის.

ზოგადად, ქალები ბუნებით უფრო კეთილები, გახსნილები არიან და მეტად გამოხატავენ მზადყოფნას ურთიერთობებში, ვიდრე მამაკაცები. ამიტომ, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს მას ორალურ სექსზე უარის სათქმელად, მისი დაძლევა ყოველთვის შეიძლება სიყვარულითა და მოთმინებით.

ამიტომ, არ არის საჭირო ხვეწნა-მუდარა და თავის მობეზრება. ესაუბრეთ მას და აუხსენით როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის ორალური სექსი სწორედ მისი შესრულებით, რომ თავად შეუძლია მართოს პროცესი და თავი დაანებოს ნებისმიერ მომენტში, თუ არ მოეწონა.

დიახ! იგი უნდა დაარწმუნოთ, რომ მინეტის მოთხოვნილება თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დელიკატურად მიანიშნოთ, რომ თუ თავად არ მოისურვებს, ამას გაკეთებს სხვა…

კარგად უნდა მიახვედროთ, რომ  როგორც მისთვის არის მნიშვნელოვანი მამაკაცის მიერ გამოჩენილი სითბო, მოფერება, კოცნა, ასეთივე მნიშვნელობის არის თქვენთვის ორალური სექსი.

ნებისმიერი ქალი, მითუმეტეს თუ მას უყვარს მამაკაცი და უფრთხილდება ურთიერთობებს სავარაუდოდ შეეცდება არ გაგაწბილოთ.

ასე, რომ მამაკაცებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, მართებთ ინდივიდუალური მიდგომა საკუთარი პარტნიორი ქალის მიმართ იმგვარად, რომ არც თავად დაკარგოს ღირსება და მაქსიმალურად შეეცადონ არ შელახონ ქალის ღირსებაც.

როგორ უნდა მოემზადნონ ორალური სექსისთვის მამაკაცები

ორალური სექსი და ჰიგიენა ერთ-ერთი ხელშესახები მიზეზი, რის გამოც ქალებს არ მოსწონთ ორალური სექსი, არის მათი შიში ისეთი არასტერილური საგნის პირის ღრუში მოთავსების, როგორიც მამაკაცის პენისია.

დიახ, ის, რომ შესაძლოა მამაკაცს დაცული არ ჰქონდეს ჰიგიენა, ქალებს უფრო აღელვებთ, ვიდრე ორალური სექსისგან გამოწვეული შესაძლო ტრამვული ბეგრაუნდი.

ამიტომ, ორალური სექსის წინ მამაკაცებს მართებთ ჰიგიენური წესების განსაკუთრებული დაცვა. ეს არა მხოლოდ პარტნიორი ქალის, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემაა.

აქედან გამომდინარე, მამაკაცმა ორალური სექსის წინ აუცილებლად უნდა მიიღოს შხაპი, ხოლო მის პენისს, რომელსაც „განზრახული აქვს“ მოთავსდეს ქალის პირის ღრუში, უნდა ასდიოდეს სასიამოვნო შხაპის გელის სუნი და მეტი არაფრის.

თმების მოცილება – რაც შეეხება იმას, უნდა ჰქონდეს თუ არა მამაკაცს გაპარსული პენისთან ახლოს მდებარე მონაკვეთები, ეს რა თქმა უნდა გემოვნებისა და ჩვევის საქმეა…

თუმცა, თუ არსებობს სურვილი, რომ პარტნიორმა ქალმა უყურადღებოდ არ დატოვოს ტესტიკულები (სათესლე ჯირკვლები), ბოქვენი და შორისის მიდამო, უჯობესია თუ თმა ამ არეებიდან იქნება მაქსიმალურად მოცილებული.

არავინ ითხოვს ეპილაციას და თმების ბოლომდე გაპარსვას, უბრალოდ ბოქვენის, სათესლე ჯირკვლებისა და შორისის მიდამოები უნდა გამოიყურებოდეს ესთეტიურად.

სასურველია, თუ თმა იქნება მოკლედ, კულტურულად შეკრეჭილი და არა უშნოდ წამოზრდილი და სხვადასხვა მხარეს გამოშვერილი.

რა ვუყოთ სპერმას? – ორალური სექსის წინ საჭიროა მამაკაცმა ქალს კულტურულად ჰკითხოს, თუ სად ისურვებდა ის დამთავრებას.

რა თქმა უნდა ყველა მამაკაცს სურს, რომ ეს ქალის პირის ღრუში გააკეთოს, მაგრამ ყველა ქალს არ სურს გასინჯოს სპერმის გემო, ზოგი კიდევ მის გემოს კატეგორიულად ვერ იტანს.

ამიტომ, წინასწარი შეთანხმება მამაკაცის პატივისცემას გამოხატავს ქალის მიმართ და პლუს წინასწარ ეცოდინება სცენარი, რომლითაც პარტნიორს დიკომფორტს არ მიანიჭებს.

დაწერე კომენტარი