ორალური სექსი და ქალის ფსიქოლოგია

oraluri_seqs

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, სიყვარულის ხელოვნება უდიდეს როლს თამაშობდა კულტურის განვითარებაში.

ძველ დროში, ქალებს კარგად ესმოდათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ქალური საწყისის მაქსიმალურად წარმოჩენა.

ქალის მგრძნობელობა და გრაცია მამაკაცების მხრიდან ყველა დროში დაფასებული იყო, ხოლო თუ ასეთი ქალი ყველაფერთან ერთად ფლობდა სიყვარულის განსაკუთრებულ ტექნიკასა და ხელოვნებას, მამაკაცები საკუთარი ნებით ექცეოდნენ მათ ტყვეობაში.

ასეთი ქალების გამო იწყებოდა მსოფლიო ომები, იქმნებოდა და ემხობოდა იმპერიები…

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სექსზე საერთოდ არ საუბრობდნენ ან განიხილავდნენ მხოლოდ „მისიონერული“ სექსის დეტალებს, ხოლო სხვა ყველაფერი გარყვნილებად ითვლებოდა.

აღმოსავლეთში, ქალები ეუფლებოდნენ „ინის და იანის“ ჰარმონიის პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ორალურ სექსს შეეძლო ნებისმიერი მამაკაცის ექსტაზში ჩაგდება.

იგივე გადმოცემებით, არსებობდა მოსაზრება, რომ მამაკაცი, სპერმის საშუალებით გარეთ უშვებდა ენერგიის მძლავრ ტალღას, რომელსაც შეეძლო ქალისთვის გაეხანგრძლივებინა ახალგაზრდობა და სილამაზე.

სექსი სპონტანური ხელოვნებაა: აქ შეიძლება ითამაშოთ, ისარგებლოთ საკუთარი თავისუფლებით, იგრძნოთ თავი განსაკუთრებულად და დატკბეთ იმით, რომ უფლება საკუთარ შეგრძნებებზე გეკუთვნით მხოლოდ თქვენ და სხვას არავის.

სექსი ნიშნავს – გასცეთ და მიიღოთ, ენდოთ და თავადაც მოიპოვოთ ნდობა, იყოთ მბრძანებელი და თავადაც დამორჩილდეთ. სექსში არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ დაწესებული როლი, იგი შეიძლება მუდმივად ცვალოთ და მოიფიქრო სხვა – ახალი როლები.

დაძალება და ძალადობა სექსში არ არსებობს, დასაშვებია მხოლოდ ძალადობის თამაში. სექსუალურობა ხომ ადამიანის სურვილების ერთ-ერთი გამოხატულებაა. თუ ორალური სექსი სიამოვნებას არ განიჭებთ, საკუთარი თავის იძულებას აზრი არა აქვს, არსებობს სამოვნების მიღების ან მინიჭების სხვა ბევრი ხერხი.

სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ ზოგჯერ, უბრალო კოცნაშიც კი გაცილებით მეტი ინტიმურობა და სიახლოვეა, ვიდრე ზოგიერთ სქესობრივ აქტში. მათ დაფიქსირებული აქვთ უამრავი შემთხვევა, როცა ქალს ატანა არ ჰქონდა ტუჩებში კოცნის და მითუმეტეს, ტანში ცრიდა ორალური სექსის მხოლოდ წარმოდგენაზეც კი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, როცა უკვე ჰყავდა სხვა პარტნიორი, რომლის მიმართ განიცდიდა სიყვარულის მაღალ გრძნობას, შეეცვალა წარმოდგენა და პირიქით, თავად გაუჩნდა ფელაციის სურვილი.

ორალური სექსის დროს, ქალი პირდაპირ უყურებს მამაკაცის სასქესო ორგანოს, რომელიც კარდინალურად განსხვავდება საკუთარი სასქესო ორგანოსგან, რაც შესაძლოა სრულიად არ მოსწონდეს, მაგრამ: ძლიერი გრძნობა ეხმარება უსიამოვნების გადალახვაში, ახალი შეგრძნება, ემოცია და სიამოვნების შეგრძნება კი გაცილებით აღემატება შესაძლო ზიზღის გრძნობას.

სამწუხაროდ ხდება სხვაგვარადაც – ქალი ცდილობს გადალახოს ზიზღის გრძნობა და აკეთებს ამას იმის გამო, რომ არ იყოს მამაკაცის მიერ მიტოვებული.

ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, რადგან საკუთარი თავის მიმართ ძალადობამ, შესაძლოა ქალი მიიყვანოს იმ გრძნობამდე, როცა დროთა განმავლობაში სექსის ნებისმიერი ფორმა მისთვის აღარ არის სიამოვნებისა და სიხარულის მომტანი.

ამიტომ, არ შეიძლება აიძულო არც საკუთარ თავი და არც პარტნიორი, თუმცა შეიძლება მოხიბლო, შესთავაზო და სცადო.

აღგზნების მატება ურთიერთსიამოვნების მინიჭების ახალ გზებს უხსნის პარტნიორებს. ამგვარ მომენტებში კი იმსხვრევა ბარიერები და აკრძალვები.

სექსი ვაგინაში შეღწევის გარეშე, ზოგჯერ მამაკაცებისთვის ერთადერთო ხერხია რათა განიცადოს სიამოვნება ყოველგვარი ვალდებულებებისა და სულიერი სიახლოვის გარეშე. იგივე მიზეზით, ქლები პირიქით, აღქამენ ფელაციას როგორ დამცირების ფორმას.

თუმცა, შეყვარებულ წყვილებში ორალურ თამაშებს სულ სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს: მეტი მიჯაჭვულობა, ურთიერთკავშირი და ნდობა ერთმანეთს მიმართ,

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დღესდღეობით წყვილებს შორის სრულყოფილი სექსუალური ურთიერთობები პრაქტიკულად აღარც განიხილება ორალური სექსის გარეშე.

პირი ადამიანის სხეულის ერთ-ერთ ყველაზე ეროგენულ ზონას წარმოადგენს. მზადყოფნა ან უარი პარტნიორის ენითა და ტუჩებით მოფერებაზე, აჩვენებს, თუ რამდენად დიდია, ან პირიქით, არასაკმარისია წყვილებს შორის სიახლოვე და ნდობა.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სპერმის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ უკვე მედიცინის დონეზეც არის დადასტურებული, ბევრ ქალს ეს არ სჯერა. უფრო სწორად არ სურს დაიჯეროს. თუმცა ეს უნდობლობა უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

დაიჯეროს თუ არ დაიჯეროს, რა თქმა უნდა ეს ყველას ინდივიდუალურად გადასაწყვეტია, თუმცა ქალის მიერ ვირტუოზულად ჩატარებულ მინეტს რომ მამაკაცი მეცხრე ცაზე აჰყავს, ეს ფაქტია!

ორალური სექსით დაკავებულია თითქმის ყველა, ვინც კი საერთოდ დაკავებულია სექსით. ქალების 76 % -ს, ერთხელ მაინც მოუსინჯავს ორალური სექსი, თუმცა ცოტა მათგანი თუ აღიარებს, რომ არ მოსწონთ ეს პროცესი.

დიახ, ქალები ერთმანეთთსაც კი არ უტყდებიან, რომ ფელაცია მათთვის უსიამოვნო პროცესია, პირიქით, ამტკიცებენ, რომ მოსწონთ ორალური სექსი და ამით თითქოსდა აჩვენებენ საკუთარ თავისუფალ და უკომპლექსო ხასიათს.

სინამდვილეში კი საქმე ასე ნამდვილად არ არის. ზოგიერთ ქალს არ მოსწონს სპერმის გემო და კონსისტენცია, ზოგიერთს – მამაკაცის პენისის პირის ღრუში მოძრაობა, რომელიც იწვევს ღებინების რეფლექსს.

ვაგინალური სექსისგან განსხვავებით, ორალურ სექსში მონაწილეობს მთელი გრძნობის ორგანოები – სუნი, გემო, შეხება…

ხდება ხოლმე, რომ პარტნიორის ვიზუალური იერსახე ქალში აღგზნებას იწვევს, მაგრამ მისი სუნი აუტანელია.

ორალურ სექსში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰიგიენა. თუ ჰიგიენის ყველა მოთხოვნა დაცულია და ამ მხრივ მამაკაცს ყოველთვის ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში აქვს, ამგვარი პრქატიკა აღაგზნებთ ქალებს და აღარ უჩენთ მათ უარის თქმის სურვილს.

ნევროლოგიის სფეროს სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ ქალებს განსაკუთრებით იზიდავთ ის მამაკაცები, რომელთ სუნი არ ჰგავს მათი მამების სუნს.

ქალის ორალურ სექსზე თანხმობას შესაძლოა ხელი შეუშალოს ცრურწმენებმა და სხვისმა ცუდმა გამოცდილებამ.

ურთიერთყნოსვა და ურთიერთლოკვა ყველა ცოცხალი პრიმატის სექსუალური ურთიერთკავშირის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასეთ პრომატებს მიეკუთვნებიან ადამიანებიც.

რა საოცარიც არ უნდა იყოს, შესაძლოა სწორედ ამის გამო არ მოსწონდეთ ქალების ნაწილს ორალური სექსი – „ალოკო – ნიშნავს დაემსგავსო ცხოველს – ეს კი დამამცირებელია!“ – ასე თვლიან ქალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ორალური სექსი დამამცირებელია და ლახავს ქალის ღირსებას.

სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე, გოგონები ხშირად გადიან პეტინგის პერიოდს, როცა დაკმაყოფილებას აღწევენ ეროგენული ზონების აღგზნებით – გენიტალიების შეხების გარეშე (კოცნა, მოხვევა, ხელის გადასმა, გენიტალიების ერთობლივი ხახუნი ჩაცმულ მდგომარეობაში და სხვა…)

ამის შემდეგ ისინი გადადიან გენიტალიების ხელით სტიმულაციაზე და ორალურ სტიმულაციაზე. შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით ქალების ნაწილი ორალურ სექსს მიიჩნევს სექსის მოუმწიფებელ ფორმად.

ორალური სექსით ხშირად დაკავებული არიან ისეთო წყვილებიც, რომლებისთვისაც ტრადიციულად არის მიუღებელი ქალწულობის დაკარგვა ქორწინებამდე. ამას გარდა მოქმედებს რელიგიური აკრძალვები ორალურ სექსთან დაკავშირებით.

თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არაერთმნიშვნელოვანია და ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ამგვარი გარემოებები აძლიერებს სიამოვნებას, რადგან იგი იკვებება ტაბუს დარღვევის სურვილითა და გრძნობით.

დაწერე კომენტარი