ორალური სექსის სახელმძღვანელო ქალებისთვის

ღირს თუ არა მიანიჭო პარტნიორს ორალური სიამოვნება? ეს კითხვა ყოველდღიურად კარგავს აქტუალურობას, რადგან პასუხი დღესავით ნათელია!

თუ ქალს უყვარს პარტნიორი, ენდობა მას და სურს მიანიჭოს მამაკაცისთვის ყველაზე სანუკვარი და სექსუალური სიამოვნების მწვერვალად აღიარებული ნეტარება, არაფერი სამარცხვინო არ არის, რომ ეს მან ფელაციის საშუალებით გააკეთოს.

საკითხი დგას სხვაგვარად, როგორ უნდა გაკეთდეს, რომ ეს მომენტი პარტნიორი მამაკაცისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.

თეორიულად ყველაფერი მარტივი და გასაგები ჩანს, მაგრამ როცა საქმე პრაქტიკამდე მიდის, ბევრი ქალი ხედავს, რომ საყვარელი მამაკაცის რეაქცია და აღგზნების დონე სრულიად არ შეესაბამება მათ მოლოდინს.

ქალების ნაწილი არკვევს ამ საკითხს მამაკაცთან (რაც სწორი მიდგომაა) და ცდილობს გაიგოს პრობლემის არსი, ნაწილი კი რჩება გაუგებრობაში და კვლავ და კვლავ უშვებს ერთი და იგივე შეცდომებს.

იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამგვარ პრობლემებს, გავერკვეთ ძირითადი შეცდომების არსში, რასაც ადგილი აქვს ფელაციის დროს:

მხედველობითი სურათის არ არსებობა – ალბათ ნებისმერი ქალი (რომლისთვისაც უცხო არაა ორალური სექსი), შეჯახებია სიტუაციას, როცა აღგზნების კულმინაციის დროს მამაკაცი ცდილობს შეიყვანოს სასქესო ასო უფრო ღრმად, ვიდრე ქალს ეს შეუძლია დაუშვას.

შედეგად, ქალის ორგანიზმი ამას პასუხობს სრულია ბუნებრივი რეაქციით, რაც გამოიხატება ღებინების რეფლექსის სახით.

ქალების ნაწილი ცდილობს ამგვარი რამ დარჩეს ცუდ მოგონებად და რეგულარული პრაქტიკით ცდილობს ამ რეფლექსის დაძლევას, რათა დაეუფლოს ღრმა მინეტის ხელოვნებას.

ქალების ნაწილს კი გამოუმუშავდა საკმაოდ მავნე ჩვევა – ორალური სექსის დროს ადებს ხელის გულს მამაკაცის პენისის საფუძველს და ამით ცდილობს არეგულიროს შეღწევის სიღრმე.

ერთი შეხედვით, ამგვარ ლოგიკურ მოქმედებაში ცუდი არაფერია, მაგრამ ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ როგორც წესი, მამაკაცები თავისი ბუნებით ვიზუალები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეხების შეგრძნება, არამედ თვალყური ადევნონ იმას, რაც ხდება.

ამიტომ,  ბოქვენზე დაწყობილი ქალის ხელები ართმევთ მათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და სასურველი სანახაობის ხილვის შესაძლებლობას, რაც ხელს უშლით მიიღონ სექსისგან შთაბეჭდილებების სრული სპექტრი.

ერთფეროვანი მოქმედებები – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქალი მიჩნევს ფელაციას ვაგინალური შეღწევის იმიტაციად.

ამის გამო, მამაკაცთან ორალური სექსუალური ალერსის დროს, ქალები სკრუპულოზური სიზუსტით ცდილობენ განახორციელონ შესვლა-გამოსვლითი მოძრაობები და ავიწყდებათ, რომ ამგვარი მექანიკური მოძრაობები მამაკაცებს შეუძლიათ განახორციელონ დამოუკიდებლადაც, საკუთარი ხელის საშუალებით.

სინამდვილეში, ქალის პირის ღრუში შეღწევამ უნდა აგრძნობინოს და განაცდევინოს მამაკაცს სრულიად ახალი და შეუდარებელი სიამოვნება.

იმისათვის, რომ ამაში თავადაც დარწმუნდეთ, შეგიძლიათ შეისწავლოთ საკუთარი პირის ღრუ თითის საშუალებით.

ენთუზიაზმის არ არსებობა – მიუხედავად იმისა, რომ ქალების დიდ ნაწილს კარგად ესმის ორალური სექსის მნიშვნელობა პარტნიორი მამაკაცებისთვის, მათი უმრავლესობა ამ პროცესს ეკიდება როგორც არასასიამოვნო ვალდებულებას – მომენტს, რომელიც უბრალოდ უნდა გადალახო და მეტი არაფერი.

სისულელე იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ქალების ამგვარი განწყობა მამაკაცებისთვის შეუმჩნეველი რჩება.

გააცნობიერებს რა, რომ თითეულ ამგვარ კონტაქტს არ მოაქვს პარტნიორი ქალისთვის სიამოვნება, მამაკაცი ეცდება სხვაგან მოიძიოს იმგვარი სიტუაცია, სადაც „ამ საქმისთვის“ მოხარული იქნებიან.

იმისათვის, რომ ეს პრობლემა დაძლეული იქნას, პირველ რიგში საჭიროა მკაფიო ფორმულირება – რა არ მოგწონთ კონკრეტულად ორალურ სექსში. ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზა თავისთავად მოვა.

თუ უსიამოვნების მიზეზი პარტნიორის სისუფთავეში დაეჭვებაა, შეგიძლიათ უთხრათ მას, რომ ფელაციის დაწყებამდე მიიღოს შხაპი (შესაძლოა ერთობლივიც ).

თუ მიზეზი ზემოთ უკვე ნახსენები ღებინების რეფლექსია, სურვილის და მონდომების არსებობის შემთხვევაში მისი გადალახვა შესაძლებელია მარტივი ვარჯიშების საშუალებით. მაგალითად, ყოველი კბილების გაწმენდის დროს, სავარჯიშო „იარაღად“ შეიძლება გამოყენოთ კბილის ჯაგრისი.

ყოველ დილით და საღამოს, როცა ასრულებთ კბილების გაწმენდის პროცედურებს, უბრალოდ შესწიეთ კბილის ჯაგრისი ოდნავ ღრმად და მსუბუქად მიაჭირეთ ენის ძირს. თავდაპირველად შეგრძნებები იქნება საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ დროთა განმავლობაში ორგანიზმი მიეჩვევა გარეგან ზემოქმედებას, რაც მამაკაცის ორალურ ალერსს უფრო სასიამოვნოს გახდის.

„თოჯინის“ სახე – ქალების უმრავლესობას, სექსის პროცესში, მათ შორის ორალური სექსის დროსაც, უფრო მეტად აღელვებთ საკუთარი გარეგული იერსახე, ვიდრე სიამოვნება, რომელსაც ისინი ანიჭებენ პარტნიორ მამაკაცებს.

ემოცების მუდმივი კონტროლი და მაკიაჟის და ვარცხნილობის შენარჩუნებაზე ზრუნვა აიძულებს ქალს ყურადღება გადაიტანოს პროცესიდან და იგი ამ დროს ემსგავსება უგრძნობ, უემოციო თოჯინას, რომელსაც ვნების ნატამალი არ გააჩნია.

საქმე იმაშია, რომ მამაკაცების თვალსაზრისი ინტიმის დროს ქალის სილამაზეზე, საფუძვლიანად განსხვავდება თავად ქალების მოსაზრებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით.

ძლიერი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის, გაწეწილი თმები, ალერსისგან პომადით ან ნერწყვითა და თუნდაც სპერმით მსუბუქად მოსვრილი სახე მკვეთრად აღმგზნები ფაქტორებია (სხვათა შორის ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთი ფაქტორს მამაკაცები ამ დროს საერთოდ ვერ ამჩნევენ ხოლმე).

არ მისცე მამაკაცს ბედნიერების საშუალება, დატკბეს ასეთ მომენტში თქვენი ბუნებრივი იერსახის ხილვით, ნიშნავს, რომ ქალს არ სჯერა საკუთარი თავის და სექსუალური შესაძლებლობების.

გარდა ამისა, ფაქტია, რომ კარგი ორალური სექსისთვის საჭიროა ბევრი ნერწყვი. ამიტომ ნუ მოგერიდებათ გამოსცეთ ხმამაღალი პირის წკლაპუნის, ხვრეპისა და წუწნის ბუნებრივი მგერები. მამაკაცებს საოცრად აღაგზნებთ ასეთი ხმები.

კბილების გარეშე – ზემოთ მოყვანილი ოთხი პუნქტი წარმოადგენს წყვილებს შორის პრობლემებისა და წარუმატებლობების ძირითად წყაროს.

თუმცა მაინც შევეხოთ ორალური სექსის პროცესში დისკომფორტის ისეთ ბანალურ მიზეზს, როგორიც არის – კბილების გამოყენება ფელაციის დროს.

მიუხედავად იმისა, თუ რა მოსწონს მამაკაცს საწოლში, საკუთარ სასქესო ორგანოს ისინი ყოველთვის ეკიდებიან განსაკუთრებული ზრუნვითა და სიფრთხილით.

ამიტომ, ფელაციის დროს, თუ ქალი გამოიყენებს კბილებს, ეს განსაკუთებული სიფრთხილითა და სინაზით უნდა გააკეთოს.

ზოგიერთ მამაკაცს პირიქით, მოსწონს როცა ქალი კბილებით და მსუბუქი კბენით ახდენს პენისისა და სათესლე ჯირკვლების სტმულაციას.

მაგრამ მაინც, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ერეგირებულ მდგომარეობაში, სასქესო ასოს თავი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნებისმიერი შეხების მიმართ, ხოლო ზედმეტი ძალით მისი კბენა ან სტიმულირება არა მხოლოდ შეუძლებელს გახდის მამაკაცისთვის ორგაზმის მიღწევას, არამედ შეუქმნის მას ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნებას.

დაწერე კომენტარი