ორალური სექსის მინუსები

oraluri_seqsi

ველასათვის ცნობილია დაუცველი „ტრადიციული“ სექსით გამოწვეული შესაძლო გართულებების შესახებ. ამიტომ ბევრს აინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ორალური სექსი და შეუძლია თუ არა მას გამოიწვიოს პირის ღრუს ან გენიტალიების ლორწოვანი გარსის დაავადებები.

აღსანიშნავია, რომ ორალურ სექსს შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევენ ხოლმე და ამაში არის რაციონალური მარცვალი – დაინფიცირების რისკი ამ დროს ნაკლებია, ვიდრე სხვა სახის სექსუალური კონტაქტების დროს, რადგან პირის ლორქოვანი გარსი – ბუნებრივი ბარიერია, რომელიც არ აძლევს ინფექციებს სისხლში მოხვედრის საშუალებას, ხოლო ნერწყვი წარმატებით ებრძვის ბაქტერიებს.

მიუხედავად ამისა, შესაბამისი პირობების და ჰიგიენის წესების დაცვის გარეშე, ორალური სექსით შეიძლება გავრცელდეს მთელი რიგი დაავადებები, რომელთა მკურნალობისთვის დიდი ძალისხმევა გახდება საჭირო.

პირის ღრუს ჰიგიენა – შეიძლება გაგიკვირდეთ და უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პირის ღრუ (უკაცრავად, მაგრამ) – ყველაზე ბინძური ორგანოა, რომელიც კი შეიძლება სექსის პროცესში მონაწილეობდეს.

ამ მხრივ, სწორი ნაწლავი და ანუსიც კი (ანალური სექსის დროს) ჩამორჩება პირის ღრუს, სისუფთავის თვალსაზრისით.

რას ნიშნავს „ბინძური“ პირის ღრუ? – საქმე იმაშია, რომ პირის ღრუში ბინადრობენ ყველაზე დიდი რაოდენობის და მრავალფეროვნების ბაქტერიები, მათ შორის პათოგენურები, რომლებიც აგრესიულები არიან ადამიანის ორგანიზმის მიმართ.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მომენტია, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია როცა ორალური სექსის ჰიგიენაზეა საუბარი.

რა მოქმედებს პირის ღრუში აგრესიული ბაქტერიების წარმოქმნაზე:

იმუნიტეტის მდგომარეობა – თუ იმუნიტეტი ნორმაშია, იგი აკონტროლებს პათოგენური ორგანიზმების განვითარებას და არ აძლევს მათ საშუალებას ჭარბად გამრავლდნენ და რაოდენობრივად გადააჭარბონ პირის ბუნებრივ მიკროფლორას.

იმუნიტეტი უზრუნველყოფს ნორმალურ თანაფარდობას ბუნებრივ და უცხო მიკროფლორას შორის, რაც კბილების, ღრძილებისა და სხვა ქსოვილების ჯანმრთელობის წინაპირობაა.

კვების პროდუქტები – პირის ღრუს მიკროფლორაზე დიდი გავლენა აქვს თუ რა სახის საკვებს იღებს ადამიანი.

რაც უფრო მეტია საკვებში ცილის რაოდენობა (ხორცი, მარცვლეული, ყველი, ხაჭო), აგრეთვე ტკბილეული (საკონდიტრო ნაწარმი, კანფეტები, შოკოლადები და ა.შ), ტკბილი გაზირებული სასმელები (ლიმონათი, კოლა, ფანტა, პეპსი და ა.შ), ცომეული (ტკბილი ფუნთუშები და ა.შ) – მით უფრო ირღვევა მჟავე-ტუტოვანი ბალანსი პირის ღრუში – მჟავიანობის გაძლიერების თვალსაზრისით.

მჟავე გარემო კი იდეალურ გარემოს ქმნის პათოგენური მიკროფლორი განვითარებისთვის, მათ შორის კარიესისთვის.

კბილების დაზიანება კარიესით – კარიესის მიზეზს არასწორი კვება ან ორგანზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა წარმოადგენს.

ამის შედეგად, კარიესი, რომელიც მდებარეობს კბილის ემალის დაზიანებულ მონაკვეთებზე, თავად ხდება პათოგენური მიკროფლორის „სათბური“.

თუ კარიესისგან გამოწვეული ხვრელები დიდია და მათში ჩარჩა საკვების ნარჩენები, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ნეგატიურ პროცესს.

რაც უფრო მეტი კბილებია დაზიანებული კარიესით, მით უფრო აგრესიულია პირის ღრუს საერთო გარემო.

მექანიკური ტრამვა – ოროგენიტალური კონტაქტის, დროს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც არ არის გამორიცხული ტრამვის მიღების შესაძლებლობა.

მამაკაცებმა შეიძლება მიიღონ პენისის ან სათესლე ჯირკვლების ტრამვა ქალის კბილების გადაჭარბებულად გულმოდგინე ზემოქმედების დროს. ხოლო ქალებს ძალიან ეღლებათ კისერი, ან ძალიან იშვიათად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხორხის ანემიას და ყბის ამოვარდნას.

ორალური სექსის დროს, ყველაზე ხშირად ზიანდება ენის ლაგამი, რომელიც პროცესის დროს ეხახუნება ეშვებს და მასზე ჩნდება მცირე ზომის ნაირევი.

ამ დროს, მნიშვნელოვანია გაკეთდეს შესვენება და არ მოხდეს სქესობრივი კონტაქტი იმ დრომდე, ვიდრე სანამ იარა სრულად არ შეხორცდება, რადგან რეგულარული ტრამვირების გამო შესაძლოა განმეორებითი ბაქტერიალური ინფექცია, რომელსაც შეიძლება მოყვეს უფრო რთული ინფექცია და დასჭირდეს ხანგრძლივი მკურნალობა

ზოგჯერ ფელაციას შეიძლება მოჰყვეს სასის ზედა რბილი ნაწილის დაზიანება, რომლის სიმტომებია გაწითლება და ლაქები. შესაძლოა ადამიანი ამ დროს უსიამოვნო შეგრძნებას არ განიცდიდეს. ჩვეულებრივ ამგვარი სიწითლე და ლაქები გაივლის ერთი კვირის შემდეგ, თუმცა ამ პერიოდი უმჯობესია ორალური კონტაქტებისგან თავის შეკავება.

ინფექციური დაავადებები – სამწუხაროდ, მექანიკური ტრამვა არ არის ერთადერთი უარყოფითი შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს ორალურ სექსს.

თუ ერთ-ერთ პარტნიორს აღენიშნება ვენერიული დაავადებები ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები: ჰერპესი, ჰეპატიტი, ქლამიდიოზი, ანგინა, ქუნთრუშა.და სხვა, დაუცველი ორალური კონტაქტის დროს ისინი შეიძლება გადასცეს პარტნიორს.

რა სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი? ყველაზე ხშირად ეს გამოიხატება ფარინგიტის (ლორწოვანი გარსის ანთება) ან ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების – გლანდების ანთება) სახით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი და პირიდან არასასიამოვნო სუნი. ზოგიერთ შემთხვევაში ზიანდება ღრძილები, რომელზეც შეიძლება გაჩნდეს მცირე ზომის წყლულები.

თუ ინფექცია გავრცელდა სასქესო ორგანებზე, შესაძლოა გამოიწვიოს შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები.

მსგავსი სიმტომების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არ მიმართოთ თვითმკურნალობას, რადაგნ ამან შესაძლოა გაართულოს ზუსტი დიაგნოზის დასმა. ვენერიულ და ინფექციურ დაავადებებთან ხუმრობა არ შეიძლება, ამ დროს საჭიროა გადაუდებელი მკურნალობა.

კანდიდოზი – პირის ღრუს რძიანა, იგივე კანდიდოზი – სოკოვანი ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ თავს იჩენს ხოლმე იმუნიტეტის შესუსტების დროს.

ორალური სექსის დროს, შესაძლებელია ამ დაავადებით დაინფიცირება, თუ პარტნიორს აღენიშნება სასქესო ორგანოების კანდიდოზი.

ჩვეულებრივ, კანდიდოზით გამოვლენა შესაძლებელია სასაზე, ლოყების შიგნითა მხარეს, ან ენაზე თეთრი ნადებით, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ანთებითი პროცესი და ყელის ტკივილი.

ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაუყონებლივი ვიზიტი, რომელიც ჩაატარებს ყველა შესაძლო გამოკვლევას და დანიშნავს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს.

მძიმე შედეგები (ყელის კიბო, გონორეა, შიდსი) – ყელის კიბოს ერთ-ერთი მიზეზია ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც ასევე გადაეცემა ოროგენიტალური კონტაქტის დროს.

მეცნიერების მიერ კვლევებით დადგენილია, რომ თუ პარტნიორი დაავადებულია პაპილომა ვირუსით, ორალური სექსი 8,5-ჯერ ზრდის ხორხის ავთვისებიანი სიმსივნის რისკს. ეს კი თითქის ორჯერ მეტია მწეველების რისკის ფაქტორზე.

ძირითადი სიმტომებია: ქავილის და დისკომფორტის შეგრძნება ყელში, ხრინწი და ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა, რომელიც ავადმყოფს იშვიათად აწუხებს, ამიტომ სამედიცინო გამოკვლევას ძალიან გვიან მიმართავს.

გვიან სტადიებზე კი თავს იჩენს ტკივილი, ხველა, ხმის დაკარგვა, გართულებული სუნთქვა. ზოგჯერ სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს ენაზე და ნუშურა ჯირკვლებზე (გლანდები).

დაუცველი ორალური სექსის დროს შესაძლებელია გონორეით (სიფილისი) ან შიდსით დაინფიცირება.

ამ შემთხვევაში, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე შეინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები. მაგალითად, სიფილისის დროს ხშირად შეიმჩნევა უმტკივნეულო წყლულები (ყველაზე ხშირად ტუჩებზე), რომელიც გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა თავისით გაქრეს და ამით შეცდომაში შეიყვანოს ავადმყოფი, რომელიც გადადებს ხოლმე ექიმთან ვიზიტს და დროულ დიაგნოსტიკას.

შიდსის დროს, იმუნიტეტის შესუსტების გამო ადამიანი უფრო მეტად დგას ინფექციების ზემოქმედების რისკის ქვეშ, ამიტომ, პირის ღრუში შესაძლოა გამოვლინდეს: ანთება, წყლულები, ჩირქგროვები, მოულოდნელი სისხლდენა ღრძილებიდან და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

როგორ ავიცილოთ თავიდან ორალური სექსით გამოწვეული დაავადებები

მუდმივი პარტნიორი – ყველაზე მთავარი რჩევაა – დაუცველ ორალურ სექსზე უარის თქმა – შემთხვევით, შეუმოწმებელ პარტნიორებთან.

ამიტომ, რეკომენდებულია პრეზერვატივების ან ლატექსის ინტიმური ხელსახოცების გამოყენება, რაც მინიმუმამდე შეამცირებს შესაძლო ინფექციების გადაცემის რისკს.

ზოგადად კი სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან ორალურ სექსს ადგილი ჰქონდეს მხოლო ერთ, ერთგულ პარტნიორთან. ამ შემთხვევაში პრეზერვატივის გამოყენების აუციებლობა არ დგას და დაინფიცირების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

სასქესო ორგანოების ჰიგიენა – ალბათ უხერხულიც არის იმაზე საუბარი, რომ ორალური სექსის ერთ-ერთი მთავარი პირობა სუფთა გენიტალიებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არა მხოლოდ პარტნიორის უპატივცემულობა იქნებოდა, რომელიც მზად არის მოგანიჭოთ ორალური სიამოვნება, არამედ პირველ რიგში – საკუთარი თავის.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შხაპის დიდი ხნის განმავლობაში არ მიღების შემთხვევაში, ყველა ცალკე აღებული ორგანიზმის გემო და სუნი განსხვავებულია (დაახლოებით ისე, როგორც ოფლის შემთხვევაში). ზოგს „ბირთვული ომის“ სუნი და გემო აქვს, ზოგს კი აბსოლიტურად ნეიტრალური.

პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენა – აუცილებელია ღრუს ჰიგიენის დაცვა. კბილების რეგულარული გაწმენდა და სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერ.

ღრძილების ნებისმიერი ანთება, ჭრილობა ან სისხლდენა რამდენადმე ზრდის სისხლში ინფექციების მოხვედრის რისკს.

არ არის რეკომენდებული ორალური სექსი როცა კბილებისა და ღრძილების მკურნალობა ახალი დასრულებულია, აგრეთვე არ შეიძლება უშუალოდ ორალური სექსის წინ კბილების მძლავრი გახეხვაც (უნდა გავიდეს მინიმუმ 30 წუთი), რადგან ამან შეიძლება ღრძილებიდან სისხლდენა გამოიწვიოს და შესაძლო დაინფიცირების რისკი რამდენადმე გაზარდოს;

შესაძლო საგანგაშო ნიშნები – აუცილებელია ორალურ სექსზე უარის თქმა, თუ პარტნიორს სასქესო ორგანოებზე აღენიშნება რაიმე სახის სიწითლე, გამონაყარი, ნადები ან არაჯანსაღი ფერი.

კატეგორიულად არ არის რეკომენდებული კულინინგუსი მენსტრუაციული ციკლის დროს.

ორალური სექსის შემდეგ – ეს წესი ეხება როგორც მუდმივ, ასევე შემთხვევით პარტნიორთან ორალურ კონტაქტს.

ორალური სექსის პროცესის დასრულების შემდეგ, აუცილებელია გენიტალიების დაბანა და პირში სითხის გამოვლება, ხოლო თუ რამე საეჭვოა – რეკომენდებულია პირში ანტიბაქტერიალური სითხის გულდასხმით გამოვლება.

რეგულარული კონტროლი – საჭიროა რეგულარული სამედიცინო შემოწმება და პირველი საგანაგაშო ნიშნებისთანავე კომპეტენტური კვლევების ჩატარება. აუცილებლობის შეთხვევაში კი კვალიფიციური მკურნალობა.

ექსტრემალური ზომები დაუცველი ორალური სექსის შემდეგ – თუ შემთხვევით ისე მოხდა, რომ ადგილი ჰქონდა ორალურ კონტაქტს ახალ პარტნიორთან, რომელშიც არ ხართ დარწმუნებული, აუცილებელია სასქესო ორგანოებისა და პირის ღრუს დეზინფიცირება რაიმე სახის ანტისეპტიკური საშუალებების დახმარებით (ინსტრუქციის მიხედვით).

სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან გამოყენებული იქნას ისეთი ეფექტური პრეპარატები, როგორიცაა მირამისტინი ან ქლორჰექსიდინი. მართალია ისინი არ იძლევიან დაცვის 100%-იან გარანტიას, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებენ რისკის ფაქტორს.

შხაპის არ არსებობის შემთხვევაში – ყველა შეიძლება აღმოჩნდეს იმგვარ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როცა მუდმივ თუ შემთხვევით პარტნიორთან (არა აქვს მნიშვნელობა) ორალური კონტაქტის წინ, არ არის შხაპის მიღების საშუალება.

ამ დროს აუცილებელია მუდამ თან გქონდეთ სველი ხელსახოცები. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მცირე ხნით განმარტოვდეთ და კარგად გაწმინდოთ საკუთარი გენიტალიები.

ხელსახოცები არა მხოლოდ გაასუფთავებს სასქესო ორგანოებს, არამედ მიანიჭებს მას სასიამოვნო სუნს.

ნოტიო ჰიგიენური ხელსახოცები კარგი ალტერნატიული ჰიგიენური საშუალებაა ორალური სექსისთვის. იგი შესანიშნავად თავსდება მამაკაცის შარვლის ჯიბეშიც და მითუმეტეს ქალის ჩანთაშიც.

ორალური სექსის სხვა მინუსები

 პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში, შესაძლებელია სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება საკვების ნარჩენებით, ალკოჰოლით, ნიკოტინით და ა.შ.

 ორალურ სექსს ზოგიერთ ქალში იწვევს ღებინების რეფლექსს, რომლის გადალახვა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის გარკვეული ძალისხმევა არის საჭირო;

 სპერმის სპეციფიკური სუნისა და გემოს გამო, ყველა ქალს არ შეუძლია მისი ატანა საკუთარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავისებურებების გამო.

პრობლემაა აგრეთვე ის, რომ მამაკაცებს ყოველთვის არ ესმით ეს და ნაწყენდებიან საკუთარ პარტნიორებზე.

 როგორც უკვე ავღნიშნეთ, „ღრმა მინეტის“ დროს, ქალებს აქვთ ღებინების რეფლექსის პრობლემა. თუ ქალმა ვერ გადალახა ეს რეფლექსი და მას აქვს რეგულარული ხასიათი, ამან ეიძლება გულძმარვა (ე.წ „იჟოგა“) გამოიწვიოს. შედეგად კი მიიღოს საჭმლის მონელების სისტემის მთელი რიგი პრობლემების კომპლექსი.

დაწერე კომენტარი