არსებობს თუ არა პენისის გაზრდის შანსი

სანამ პენისის გადიდების ქირურგიული მეთოდის გამოყენების შესახებ მიიღებთ გადაწყვეტილებას, აუცილებლად შეამოწმეთ არსებობს თუ არა თქვენი სასქესო ორგანოს გადიდების შანსი.

ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია – საკმარისია ხელით მოსინჯოთ პენისის ფუძე იმ ადგილას, სადაც იგი უახლოვდება ანუსს.

თუ ხელით მოსინჯვისას იგრძნობა, რომ პენისი თითქოსდა იზრდება ანუსიდან, ანუ იმ ადგილზე არის ამობურცული და დაჭიმული მკვრივი მღვიმოვანი სხეული და კუნთები – შანსი არსებობს!

სწორედ ამ მონაკვეთის ამოწევა (განთავისუფლება) არის შესაძლებელი თქვენი სხეულიდან, რაც პენისის სიგრძეს დაახლოებით 2-4 სმ-ით გაზრდის.

მაგრამ, თუ ეს მონაკვეთი გლუვია, ხელისგულივით სწორი და გაქვთ შეგრძნება, რომ პენისის სიგრძე დასრულდა ანუსამდე რამდენიმე სანტიმეტრით ადრე, სამწუხაროდ…

და კიდევ, ოპერაციას არ შეუძლია მნიშვნელოვანად გაზარდოს ის, რაც გქონდათ ოპერაციამდე. მისი საშუალებით შესაძლებელია პენისის ფესვის ამოწევა თქვენი სხეულიდან 2-3, მაქსისმუმ 4 სმ-ით. ეს არის ეფექტურობის მაქსიმუმი!

ამაში დარწმუნება მარტივია, უბრალოდ გაზომეთ რამდენი სანტიმეტრია დამალული თქვენს სხეულში პენისის ფუძიდან ანუსამდე.

გარდა ამისა, არც ერთ ქირურგს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს შედეგი. პროგნოზი, თუ რამდენი სანტიმეტრით არის შესაძლებელი პენისის გაზრდა, შესაძლებელია უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობის პროცესში.

რაც შეეხება ექსტენედერებსა და ვაკკუმურ ტუმბოებს, ორივე მეთოდი ეყრდნობა ორგანიზმის ერთი და იგივე თვისებას – პენისის კავარნოზული სხეულები თანდათანობით იჭიმება და იწელება, შესაბამისად მატულობს მათში განთავსებული სისხლის მოცულობა და პენისი იზრდება.

სხვათა შორის, ძალიან ცდებიან ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ პენისი ეს არის კუნთი, რომელიც შეიძლება დაიძაბოს და გაზარდოს დაჭიმვის ხარჯზე. სინამდვილეში პენისი უფრო წააგავს საჰაერო ბურთს ან ავტომობილის საბურავს, რომელიც ივსება არა ჰაერით, არამედ სისხლის წნევით.

იმისათვის, რომ სისხლი გაჩერდეს პენისში და უკან არ დაბრუნდეს, ბუნებამ პენისი „აღჭურვა“ ორი სარქველით (შესასვლელში და გასასვლელში). ეს სარქვლები არ უშვებენ სისხლს უკან ვენებიდან არ აძლევენ მას არტერიების გავლით უკან დაბრუნების საშუალებას.

ამ შემთხვევაში, სწორედ ეს სარქვლები წარმოადგენენ კუნთებს, რომლებიც ხასიათით მონათესავენი არიან კუჭნაწლავის კუნთებისა.

სწორედ ამიტომ, ისინი არ ემორჩილებიან ბრძანებას – „ადექი!“, ისევე როგორც კუჭი არ ემორჩილება ბრძანებას – „აღებინე!“

სხვათა შორის სწორედ ამ სარქვლებზე (კუნთებზე) მოქმედებს ვიაგრა და სხვა მსგავსი პრეპარატები.

დაწერე კომენტარი