პენისის გამსხვილების ქირურგიული მეთოდი (ლიპოპლასტიკა)

lipoplastika

პენისის დიამეტრის გაზრდის (გამსხვილების) ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს პენისში პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვა.

თუ ქირურგს გაააჩნია საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია, ამგვარი ოპერაციის შემდგომ გართულებების რისკი მინიმალურია.

ცხიმოვან ქსოვილს იღებენ თეძოების ან დუნდულების არიდან, შემდეგ ათავისუფლებენ არასასურველი ნივთიერებებისგან და კანქვეშა ინექციის სახით შეჰყავთ უშუალოდ პენისში.

პროცედურის შემდეგ პენისზე ადებენ სპეციალურ სახვევს, რომელიც იცავს მას გარე ფაქტორების არასასურველი ზემოქმედებისგან. პაციენტი ამგვარ სახვევს ატარებს მინიმუმ ოპერაციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

ამგვარი პროცედურის დროს, პენისის კანქვეშ შესაძლებელია 200 მილილიტრამდე ცხიმოვანი ქსოვილის შეყვანა (ლიპოფილინგი).

ერთი შეხედვით ეს რაოდენობა დიდია, თუმცა საქმე იმაშია, რომ მალე ამ მოცულობის თითქმის ნახევარი გაიწოვება ბუნებრივი გზით და პენისის მოცულობაში გაზრდა მოხდება თანაბრად მთელს სიგრძეზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სახვევის მოხსნის შემდეგ, პირველ ეტაპზე, პენისის გარეგნულმა იერსახემ შესაძლოა პაციენტი უსიამოვნოდ გააოცოს. პენისის არასიმეტრიულობამ, უჩვეულო ფერმა და სხვა განსხვავებებმა არაინფორმირებული ადამიანი შეიძლება შოკში ჩააგდოს, თუმცა შიში უსაფუძვლოა, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი გაივლის და ნორმაში ჩადგება.

პენისის დიამეტრის გაზრდის ფალოპლასტიკა ტარდება ორი ძირითადი მეთოდით:

პირველი მეთოდი – დუნდულებიდან ან თეძოებიდან (იქ სადაც ცხიმი უფრო ჭარბი რაოდენობითაა) სპეციალური აპარატით იღებენ კანის ფრაგმენტს კანქვეშა ცხიმთან ერთად და ამუშავებენ სპეციალური ტექნოლოგიით.

შემდეგ ყველაფერი მარტივია, პენისს ათავისუფლებენ კანისგან (degloving), შემოახვევევენ აღებულ ფრაგმენტს იქ, სადაც ამის საჭიროებაა და კვალავ ფარავენ  საკუთარი კანით.

ამის შემდეგ პენისს გარკვეული ხნის განმავლობაში ადებენ თაბაშირს, რათა მიანიჭონ კომპოზიციას გარკვეული ფორმა.

წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თანაბრადაა განაწილებული ცხიმი პენისის მთელს მოცულობაზე და რამდენად სრულყოფილად შეეზრდება სისხლძარღვები კანის ახალ ნაჭერს.

მეორე მეთოდი – კანის კუნთოვანი ფრაგმენტი ინერგება პენისში საკუთარ სისხლძარღვებთან ერთად. მათი მიკერება ხდება პენისის სისხლძარღვებთან, რის გამოც კანის ფრაგმენტი კარგად ხორცდება.

უნდა შევნიშნოთ, რომ დიამეტრის გაზრდის შემდეგ, პენისი მსუბუქად დაშვებულია ქვემოთ საკუთარი სიმძიმის ძალით, რაც მას 1-1.5 სმ-ს უმატებს სიგრძეში. ეს უმნიშვნელო ეფექტია, თუმცა მაინც სასიამოვნო.

ექიმმა აუცილებლად უნდა გააფრთხილოს პაციენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პენისის მოცულობის გაზრდის შემდეგ, 5 კვირის განმავლობაში აუცილებელია ფიზიკურ დატვირთვებზე და სექსუალურ კონტაქტებზე უარის თქმა.

სხვა მეთოდები – ცხიმოვანი ქსოვილების გარდა პენისში შეიძლება შეიყვანონ სპეციალური ბიომასალისგან დამზადებული ძაფები, რომელიც ზრდის მის მოცულობას და გაიწოვება (ბიოდეგრადირდება) 1-1.5 წლის შემდეგ.

აგრეთვე პენისის მოცულობის გაზრდა ხდება სასქესო ასოში სპეციალური სილიკონის გელის ან სხვა სახის სინთეტიკური ნივთიერებების შეყვანით (თუმცა ეს ედარებით სახიფათო და სარისკო მეთოდია). სარისკო იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში, ფიზიკური ზემოქმედების და დედამიწის მიზიდულობის ძალის შედეგად, სილიკონის გელი, რომელსაც პენისში არაფერი ამაგრებს, მიიწევს ქვემოთ და თავს იყრის პენისის თავის ირგვლივ, რის გამოც პენისი შეიძლება „ლომის კუდს“ დაემგვანოს.

ეს კი არა მხოლოდ ესთეტიკური ხარვეზია, არამედ ართულებს პენისის თავის გაშიშვლებას, რაც შეიძლება ფიმოზის (პენისის კანის ანთება) ან ბალანოპლასტიტის (ასოს თავის ანთება) მიზეზი გახდეს.

პს. ეფექტი, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს ქირურგმა, პირველ რიგში დამოკიდებულია მის პროფესიონალურ დონეზე და არჩეულ მეთოდზე. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ სასურველი შედეგი შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში.

ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ცხიმს, რომელსაც არა აქვს აუცილებელი და არასაკმარისი კვება, გააჩნია ისეთი თვისება, რომ იგი გაიწოვება.

რამდენად სწრაფად მოხდება ეს (ანუ რამდენ ხანში გაიწოვება ცხიმი და პენისის დიამეტრი დაუბრუნდება საწყის ზომებს) 10 დღეში, თვეების თუ წლების განმავლობაში, დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე.

ქირურგიული მეთოდით პენისის გაზრდის სამედიცინო ჩვენება – ჩვენება ქირურგიული ჩარევით პენისის გაზრდის საჭიროების შესახებ, დამოკიდებულია არა მხოლოდ პაციენტის სურვილზე, არამედ პენისის საწყის ზომაზე.

ფალოპლასტკის ქირურგიული ოპერაციები კეთდება იმის მიხედვით, თუ რა ჩვენება არსებობს და რა არის მთავარი გამსაზღვრელი ამ გადაწყვეტილეის მიღების დროს.

სამედიცინო თვლასაზრისის მიხედვით:

 პეირონის დაავადება, რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატულ პენისის დეფორმაციას, რაც ამცირებს მის სიგრძეს;

 კავერნოზული ფიბროზი;

 „დამალული“ სასქესო ორგანო – ეგრეთ წოდებული მიკროპენისი;

ესთეტიკური თვალსაზრისი მიხედვით:

 მამაკაცის სურვილი, გაზარდოს საკუთარი მომხიბვლელობის დონე;

 მამაკაცის თვითშეფასების უნარის ამაღლება;

 ფალოსური (პენილური) დისმორფოფობია – საერთო დაუკმაყოფილებლობა საკუთარი პენისის გარეგნული იერსახით, ფორმით და ზომებით;

პაციენტის სურვილის მიხედვით:

 თუ პენისის სიგრძე 12 სმ-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში სამედიცინო ჩვენება ქირურგიულ ოპერაციაზე არსებობს, რადგან პენისი განუვითარებელია და ბრძოლა საჭიროა თითეულ მილიმეტრზე.

 თუ პენისის სიგრძე 15 სმ-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში ოპერაცია კეთდება მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.

 თუ სასქესო ორგანოს სიგრძე 15 სმ-ზე მეტია, შემთხვევაში ოპერაცია ატარებს დამატებით ხასიათს.

რა თქმა უნდა ამგვარი დაყოფა ძალიან პირობითია და უმრავლეს შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი პაციენტის სურვილია.

აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ოპერაციის არსი მდგომარეობს სასქესო ასოს შიდა (დაფარული) ნაწილის განთავისუფლებაში, რაც საშუალებას აძლევს ექსტენდერს ოპერაციის შემდეგ იმოქმედოს პენისის მთელს სიგრძეზე და მიღწეული იქნას მაქსიმალური შედეგი.

ღირს თუ არა ქირურგიული ოპერაციის გაკეთება?

აღმოჩნდებით რა ქირურგის კაბინეტში, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ქირურგიული მეთოდით პენისის გაზრდის შესახებ, კარგად დაფიქრდით არსებული რისკების შესახებ.

იცოდეთ, რომ არც ერთი მსხვილი და სერიოზული სამედიცინო ორგანიზაცია არ მიიღებს ამგვარი ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას, თუ ამისთვის არ არსებობს სერიოზული მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან.

დაფიქრდით იმ მრავალრიცხოვან გვერდით ეფექტებზე, როგორიცაა: ინფექციები, ნერვის დაზიანება, სირთულეები პენისის მგრძნობელობასთან და ერექციასთან დაკავშირებით და ა.შ.

არის რისკი, რომ ნებისმიერმა ამ პრობლემამ იჩინოს თავი პენისის გადიდების ქირურგიული ოპერაციის დასრულების შემდეგ.

მიიჩნევა, რომ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, მამაკაცის ორგანო აღარ არის „მთლად სრულფასოვანი“. არსებობს რისკი, რომ ადგილი ჰქონდეს სასქესო ასოს მოტეხილობას, რომელიც ძალიან იშვიათი, მაგრამ მტკივნეული და საშიში მოვლენაამ რადგან შესაძლოა საერთოდ გამოიროცხოს პენისის ერექცია.

ნაოპერაციევ პენისს სჭირდება გულისხმიერი მოვლა, საჭიროა სექსში გარკვეული შეზღუდვები – პარტნიორის საშოში შესვლა შესალებელია მხოლოდ გამსაზღვრული კუთხით, ზოგიერთი პოზები კი საერთოდ იკრძალება (მაგალითად: როცა ქალი არის ზემოდან, სექსი ზურგიდან, შესაძლოა საშიში იყოს ზოგიერთი გვერდული პოზა და ა.შ).

რაც შეეხება პენისის გამსხვილების ოპერაციას, ეს კიდევ უფრო საკამათო თემაა, რადგან გვერდითი ეფექტების გამო შეიძლება მიიღოთ არათანაბარი სისქის, კოჟრებიანი, უსიამოვნო გარეგნული იერსახის პენისი.

თუ პენისის გადიდება არის აზრი, რომელიც არ გასვენებთ, შეეცადეთ შეჩერდეთ და კარგად დაფიქრდით, არის თუ არა ამის რეალური აუცილებლობა? გაესაუბრეთ გულახდილად ქირურგსა და თერაპევტს. თუ ისინი კომპეტენტური სპეციალისტები არიან, სავარაუდოდ შეძლებენ თქვენს გადარწმუნებას და პრობლემის სხვაგვარად მოგვარებას.

კვლევებით დადგენილია, რომ როცა მამაკაცს არ აქვს მიკრო პენისი, მისი სასქესო ორგანო ნორმის ფარგლებშია და ექიმი მას გულწრფელად უხსნის, რომ ოპერაციის საჭიროება არ არსებობს, პაციენტის მიერ, არსებული სიტუაციის ქირურგიული მეთოდით გადაწყვეტის შანსები მნიშვნელოვნად იკლებს და ხშირ შემთხვევაში პაციენტი უარს ამბობს ოპერაციაზე.

დაწერე კომენტარი