პენისის გაზრდა ოპერაციით

operaciit

მიუხედავად სარეკლამო დაპირებებისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ სამეცნიერო მედიცინა პენისის სიგრძის გაზრდასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ეყრდნობა ისეთ ყველაზე მთავარ შეზღუდვას, როგორიცაა – პენისის მღვიმოვანის სხულების გარსის ხელშეუხებლობა.

არ შეიძლება სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულების გაკვეთა, მასში დამაგრძელებელი ცილინდრის ჩადგმა და შემდეგ გაკერვა (არსებობს ცალკეული ცნობები ამგვარი ოპერაციების შესახებ, თუმცა მათი ეფექტურობა არ არის დადასტურებული).

ამგვარად, სასქესო ასოს დაგრძელების ქირურგიული ოპერაცია – ეს უფრო ფალოპლასტიკაა, ანუ როცა ექიმები იძულებული არიან  პენისის დაგრძელება მოხდეს მენჯის არიდან დამატებითი სანტიმეტრების „ამოქაჩვის“ ხარჯზე.

საქმე იმაშია, რომ პენისის ფესვი შეადგენს მისი საერთო სიგრძის დაახლოებით 50%-ს. ამიტომ, კანს კვეთენ, ათავისუფლებენ მისი დამალული ნაწილის რამდენიმე სანტიმეტრს და კანს კერავენ.

უფრო ზუსტად რომ ავხსნათ – მამაკაცის სასქესო ორგანო სამკუთხა იოგების საშუალებით მიმაგრებულია ბოქვენის ძვალზე (ligamentum suspensorium). ეს იოგები სათავეს იღებს ბოქვენის სიმფიზისგან (ადგილი, სადაც ერთმანეთ უერთდება ბოქვენის ძვლები), შემდეგ კი იყოფა და ჩაწნულია სასქესო ორგანოს ფუძეში.

პრინციპში, გვერდითა იგებისგან განსხვავებით, ცენტრალური იოგა არ შეიცავს არც სისხლძარღვებს და არც ნერვებს. ამიტომ, ამ იოგის ჩაჭრით (გვერდითა იოგებს როგორც წესი არ ეხებიან), თავოდან ხდება სასქესო ორგანოს მობილიზაცია, ხოლო შემდეგ, სპეციალური აპარატის საშუალებით ხდება მისი გაჭიმვა.

ანუ პენისის გაზრდა, ბუკვალურად რომ ვთქვათ ხდება არა მისი გაჭიმვის ხარჯზე, არამედ მისი სიგრძის უიმედოდ დამალული რეზერვის ზემოთ ამოწევის და წინ დაფიქსირების ხარჯზე.

არსებობს სასქესო ორგანოს გადიდების პენისის ქირურგიული გზით გადიდების (უფრო ზუსტად ფალოპლასტიკის) ორი ძირითადი მეთოდი:

 პენისის სიგრძის გაზრდა – ყველაზე გავრცელებული ხერხია მყესების (საკიდი იოგების) გადაკვეთა, რომლებიც აკავშირებენ პენისს მენჯის ძვალთან და მისი ოდნავ წინ დაფიქსირება.

ეს საშუალებას იძლევა ხილული გახდეს პენისის გარკვეული ნაწილი, რომელიც აქამდე შიგნით იყო.

უფრო ზუსტად რომ ავღნიშნოთ, ეს მეთოდიც არ ითვლება პენისის გაზრდის ბოლომდე სრულყოფილ ხერხად.

 პენისის გამსხვილება – იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ მათი პენისი არის არასაკმარისად მსხვილი, ტარდება პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია პენისში ცხიმოვანი ქსოვილების ან სილიკონის ტრანსპლანტაციასთან.

თუმცა, ამგვარი ოპერაციების უსაფრთხოების შესახებ სალმარისი მონაცემები არ არსებობს.

განსხვავებით პენისის გაზრდის სხვა მეთოდებისგან, ქირურგიული ჩარევა ნამდვილად ყველაზე ეფექტური და გარანტირებული საშუალებაა (საშუალოდ 3-5 სმ).

თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში, მასაც შეიძლება მოჰყვეს პოსტოპერაციული გართულებები (ანთებითი პროცესები, ერექციის გაუარესება, პენისის თავდაპირველ მდგომარეობაში თანდათანობით დაბრუნება და ა.შ).

ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა სწორად შეაფასოთ და გულდასმით აწონ-დაწონოთ შესაძლო რისკები და გვერდითი ეფექტები, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოპერაციის შემდეგ.

ოპერაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ კლინიკაში, გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.

ყველაზე ხშირად ეს ხდება ადგილობროვი ნარკოზის ქვეშ. პოსტოპერაციული ნაწიბურის სიგრძე შეადგენს 2-3 სმ-ს.

ამ ტიპის ქირურგიული ოპერაცია არ ითვალისწინებს იმპლანტების ჩადგმის აუცილებლობას.

ოპერაციის წინ პაციენტი გადის სრულფასოვან კონსულტაციას უროლოგთან. კონსულტაციის შინაარსი შეეხება – პირველ რიგში საკითხს, დგას თუ არა ამგვარი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა.

როგორც წესი, ძირითადად უროლოგები მამაკაცებს პენისის გაზრდის ოპერაციაზე თანხმობას აძლევენ მიკროპენისის (10-12 სმ-მდე) შემთხვევაში. თუ პენისი ზომა ნორმის ფარგლებშია, ისინი ამგვარ ოპერაციას ადვილად არ თანხმდებიან და ყოველმხრივ ცდილობენ გადაარწმუნონ პაციენტი, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

ამასთან ერთად ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ყველა წვრილმანს, შესაძლო რისკის ფაქტორს და მოსალოდნელ შედეგს, რაც შეძლება მოჰყვეს ოპერაციას და სთავაზობს მისთვის ოპტიმალური მკურნალობის სქემას.

ექიმმა სწორად უნდა შეაფასოს ოპერაციის წარმატებით დასრულებისა და სასურველი შედეგის მიღწევის შანსები და იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შანსები არასაკმარისად მაღალია, აცნობოს ამის შესახებ პაციენტს, შეეცადოს მის გადარწმუნებას.

პენისის გაზრდის ქირურგიული ოპერაციას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზანი:

 პენისის სიგრძის გაზრდა;

 პენისის დიამეტრის გაზრდა;

 შესაძლოა ქირურგიულ ჩარევის აუცილებელ დამატებად საჭირო გახდეს ექსტენდერის გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ქირურგიული ოპერაციის წინ:

 ოპერაციამდე მცირე ხნით ადრე და ოპერაციის შემდეგ აუცილებელია თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, რადგან უარყოფითი შედეგები ხშირია მწეველებში: რთულდება ჭრილობების შეხორცება, გადანერგილი აუტოგენური ცხიმის შეხორცება და ა.შ.

 არ არსებობს სტანდარტული ქირურგიული მეთოდები გარანტირებული მაღალი ეფექტურობით;

 შესაძლოა სასურველი მოსალოდნელი შედეგი არ დაემთხვეს მიღებულ შედეგს;

 შეუძლებელია პენისის თავის ზომების გაზრდა, რადგან არ არის გამორიცხული პენისის თავისა და ტანის ზომების პროპორციის დარღვევა;

 პენისის გაზრდის ოპერაცია არ აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს;

 პენისის გაზრდის ოპერაცია არ კურნავს პაციენტს ორგანული იმპოტენციისგან;

 ისე, როგორც ნებისმიერი ოპერაციის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული სხვადასხვა სახის გართულებები, მათ შორის ერექციის გაუარესება;

პენისის სიგრძის გაზრდის ქირურგიული ოპერაციის ტექნოლოგიები:

დღესდღეობით არსებობს პენისის ქირურგიული ჩარევით (ლიგამენტოტომია) გაზრდის ორი ტექნოლოგია.

პირველ შემთხვევაში ქირურგი აკეთებს ვერტიკალურ განაკვეთს;

მეორე შემთხვევაში კი Y-ს მაგვარ განაკვეთს.

მეორე შემთხვევაში, ქირურგს აქვს მეტი ხედვის არე, რაც მას საშუალებას აძლევს უკეთესად აკონტროლოს ოპერაციის მიმდინარეობა. თუმცა გამოცდილი სპეციალისტები ამგვარ მეთოდს ამ სფეროში არასაკმარისი პროფესიონალიზმის ნიშნად მიიჩნევენ.

პოსტოპერაციული ნაწიბური საშუალებას იძლევა მაშინვე განისაზღვროს, თუ რომელი მეთოდის გამოყენებას მიანიჭა ქირურგმა უპირატესობა.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო დიდია განკავეთი, მით უფრო მეტია ინფექციების მოხვედრიდ რისკი და მით უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება შეხორცების პროცესი.

გარდა ამისა, გრძელი ნაწიბური შესაძლოა არასაკმარისად დაიფაროს თმებით და ოპერაციის კვალი გახდეს თვალნათელი.

ოპერაციის არსი მდგომარეობს პენისის ზემოთ არსებული კუნთების გაკვეთაში და ამ კუნთების რამდენადმე მოშორებით დაფიქსირებაში.

ამ მეთოდის საშუალებით, პენისის ზომის გადიდება ხდება მისი მდგომარეობის შეცვლის საშუალებით. ამის შემდგომ, სასქესო ორგანოს მდებარეობა დაფიქსირებული იქნება არა ჩვეულ ადგილზე, არამედ უფრო ქვემოთ.

ამვარი ოპერაციის საშუალებთ, შესაძლებელია სასქესო ასოს სიგრძეში მომატება მაქსიმუმ 4 სმ-ით. გასათვალისწინებელია, რომ ერექციის დროს, პენისის მდგომარეობა იქნება უფრო ჰორიზონტალური, ვიდრე ეს იყო ოპერაციამდე.

როგორც სურათებზე ჩანს, ამგვარი ქირურგიული ოპერაცია არ წარმოადგენს რთულ და საშიშ პროცესს, რადგან იგი არ ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, რის გამოც პოსტოპერაციული სერიოზული გართულებები მნიშვნელოვად შემცირებულია.

დაწერე კომენტარი