რა არის ორალური სექსი

oraluri-seqsi

ორალური სექსი არის სქესობრივი აქტის ფორმა, რომლის დროსაც სქესობრივი დაკმაყოფილების მიღწევა ხდება მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოების ენით, კბილებით და ტუჩებით სტიმულაციის გზით.

ორალური სექსის პრაქტიკით დაკავებულია ძალიან ბევრი წყვილი და მისი სწორი შესრულების შემთხვევაში იგი ხდება ახალი, მგზნებარე შეგრძნებების წყარო, რაც მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს სქესობრივი ცხოვრებას.

ორალური სექსი უძველესი ხელოვნებაა, რომლის დაწვრილებითი აღწერა გვხვდება ძველ ინდურ ტრაქტატში “კამასუტრა” ახალი ერის პირველივე საუკუნეში.

თითქოსდა ყველაფერი ძალიან მარტივია და ორალური სექსის ამ მშრალი განმარტების შემდეგ თემის გაგრძელება აღარც არის საჭირო, მაგრამ საკითხი იმდენად ფართო და მრავლისმომცველია, ბევრისთვის პრობლემური, ბევრისთვის მტკივნეული, ბევრისთვის გაუგებარი, მიუღებელი და ა.შ, რომ ქვემოთ მოყვანილი მასალა ზედმეტი არ იქნება საკითხის არსში გასარკვევად.

დიახ, ორალური სექსი არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ სასქესო ორგანოების მოფერებით და სტიმულაციით. იგი ძალიან ინტიმური, მრავალფეროვანი ფორმაა და არსი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ორალურ სექსის მიმართ არასწორი მიდგომის და გავრცელებული შეცდომების წყალობით, შესაძლოა არა მხოლოდ ვერ მიიღოთ სიამოვნება, არამედ სამუდამოდ გააფუჭოთ პატნიორ მამაკაცთან (ან ქალთან) ურთიერთობა.

ამიტომ, საკითხში ზედმიწევნით გარკვევისთვის, საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებისთვის, შეგრძნებების შეცნობისთვის და გავრცელებული შეცდომების არ დაშვებისთვის, ნადვილად არ იქნება ზედმეტი ქვემოთ მოყვანილი მასალის გაცნობა.

პირველ რიგში მოკლედ მიმოვიხილოთ ორალური სექსის სახეობები, რომელიც აღიარებულია სექსოლოგების მიერ და გააჩნიათ საკუთარი განმარტებები.

როცა საუბრობენ ორალურ სექსზე, ძირითადად ახსნებენ მის ორ ფორმას: ფელაციას (მინეტი) და კულინიგუსს, თუმცა ეს სია გაცილებით ფართოა და იმის გამო, რომ მასალას შესაძლოა ეცნობოდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მოკლედ შევეხოთ ორალური სექსის ყველა არსებულ ფორმას:

ორალური სექსის ლექსიკონი

ორალური სექსი – სქესობრივი აქტი, რომელშიც სქესობრივი აღგზნება ან/და დაკმაყოფილება ხდება პარტნიორის სასქესო ორგანოების პირით ან ენით ფერებით.

ფელაცია (ლათ. fello – წოვა, წუწვნა) – ორალური სექსის ფორმა, ქალის მიერ მამაკაცის პენისის ან სათესლე ჯირკვლების აღგზნება ხდება კოცნით, ლოკვით, კბენით ან წუწვნით.

ქალი ამას აკეთებს ტუჩების, კბილების, ენის, ყელის და ხელების საშუალებით. როგორც წესი, მეტი ყურადღება პენისის თავს ეთმობა ხოლმე (ყველაზე მეტი მგრძნობელობის გამო).

მინეტი (ფრანგულად – faire des minettes – ფერება, ჩქმეტა) – იგივე ფელაციაა, უბრალოდ სიმარტივისთვის მიმართავენ ამ ფორმას.

სინონიმები: პენილიქცია, ფალატორიზმი (ბერძ. φαλλός – სასქესო ასო).

კუნილინგუსი (ლათინურად – cunnus ქალის გარე სასქესო ორგანოები,  lingo – ლოკვა) – ორალური სექსის ფორმა, როცა ქალის სასქესო ორგანოების (ვულვისა და კლიტორის) სტიმულაცია ხდება მამაკაცის ენის, ტუჩებისა და კბილების საშუალებით.

სინონიმები: კუმბიტმაკა, ლამბიტუსი.

ირუმაცია (ლათ. irrumatio – ir – შიგნით + ruma კერტი) – ორალური სექსის ფორმა. ფელიაციისგან განსხვავებით, მამაკაცი ანხორციელებს პენისის დამოუკიდებელი ფრიქციებს ქალის პირის ღრუში. მიმღები პარტნიორი (ქალი) ამ დროს პასიურია.

ირუმაციის განსაკუთრებულ ფორმად განიხილავენ “ღრმა მინეტის” სახეობას (ინგლ. Deep Throat), რომელიც პენისის ფრიქციას მხოლოდ და მხოლოდ ღრმად ყელში (ხახაში) ითვალისწინებს.

სპერმის გაცვლა” (ინგლ. Cum-Swapping) – ითვალისწინებს პირის ღრუში ეაკულაციას სპერმის შემდგომ პარტნიორ(ებ)ისთვის გადაცემით კოცნის, ჩაფურთხების ან ჩაწვეთების გზით. ნერწყვთან შერევით სპერმა ქაფდება და მოცულობაში მატულობს. ეს ტექნიკა ხშირად გამოიყენება პორნოში, მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად.

სინონიმები: გუნდაობა (ინგლისურად Snowballing).

Teabagging – ორალური სექსის ფორმა, რომლის დროსაც ქალი პირში ითავსებს პარტნიორი მამაკაცის სათესლე ჯირკვლებს.

ავტოფელიაცია –  მიიჩნევა მასტურბაციის ერთ-ერთი ფორმად. ავტოფელიაცია ნიშნავს საკუთარი პენისის წუწნას, კბენას ან ლოკვას. ორალური სექისი ამ სახეობით შეიძლება დაკავებულები იყვნენ მხოლოდ მოქნილი ან ძალიან გრძელი პენისის მქონე მამაკაცები.

ანალინგუსი – ოროანალური პროცესების საერთო დასახელება, რომელშიც შედის ანუსლინგი – ანუსის ირგვლივ არის ენითა და ტუჩებით სტიმულაცია (ლოკვა, კოცნა) და რიმინგი – ანალურ სფინქტორში ენით შეღწევის მცდელობა.

დაწერე კომენტარი