რატომ სურთ მამაკაცებს სასქესო ასოს გადიდება

მამაკაცის სასქესო ორგანოს გადიდების, ან მისი გარეგნული იერსახის შეცვლის ძირითადი ჩვენებას მისი სურვილი წარმოადგენს. ხოლო უროლოგების მთავარი მიზანი, რომელთაც სურთ გაუმკლავდენ ამ არც თუ ისე მარტივ ამოცანას, არის პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

დღესდღეობით, ძალიან გავრცელებულია უამრავი თაღლითური გზა და თვითმკურნალობის მეთოდი, რომლის საშუალებითაც თითქოსდა ხდება სასქესო ორგანოს გარანტირებული გაზრდა.
არ შეიძლება საკუთარ ორგანიზმზე და უნიკალურ სასქესო ორგანოზე ექსპერიმენტების ჩატარება. მამაკაცური ღირსება ხომ ერთადერთი ეგზემპლიარის სახით ეძლევა ბუნების მიერ ადამიანს.
სასქესო ორგანოს გადიდების სურვილი სრულიად ბუნებრივი და გამართლებულია. მას არ შეიძლება ვუწოდოთ კაპრიზი, რადგან თითეულ მამაკაცში მისწრაფება დომინირების მიმართ ქვეცნობიერად არის ჩადებული ბუნების მიერ და მომდინარეობს ადამიანის უძველესი ინსტიქტებიდან.
ხშირად, სწორედ სასქესო ასოს ზომა წარმოადგენს მამაკაცის, როგორც პიროვნების რეალიზაციის, უშუალო თვითშეფასების, საკუთარი ძალებისა და სქესობრივი სრულყოფილების რწმენის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს.
პენისის არასაკმარისი ზომა კი დამთრგუნველად და დამღუპველად მოქმედებს მამაკაცის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის ცხოვრებას ხდის არაკომფორტულს და ართმევს ხარისხიანი და რეგულარულ სექსუალური ცხოვრების უნარს.
რა სურთ მამაკაცებს?
 საკუთარი ღირსების მაღალი გრძნობა;
 მაღალი სექსუალური მიმზიდველობა;
 სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება;
 პარტნიორი ქალის სრულყოფილი დაკმაყოფილება;
 „გახდის კომპლექსის“ მოხსნა და მამაკაცების კამპანიაში (აბანო, საუნა, გასახდელი და ა.შ) სიმორცხვის გრძნობის დაძლევა;
ასე, რომ არ შეიძლება დასცინო მამაკაცს სურვილის გამო, რომ ჰქონდეს დიდი ზომის სასქესო ორგანო, ან უთხრა ამდაგვარი ფრაზები – „მთავარია იყო კარგი ადამიანი…“ და ა.შ. ეს სისულელეა, მამაკაცის ფსიქოლოგიის სიღრმეს ვერ შეცვლი, განსხვავებით პენისის ზომისგან.

და აქ უკვე დგება საკითხი, ნამდვილად შესაძლებელია თუ არა მამაკაცური ღირსების ზომების გაზრდა და რა მეთოდებით შეიძლება ამის მიღწევა.

დაწერე კომენტარი