რისი გემო აქვს სპერმას?

რა თქმა უნდა, მამაკაცებს, რომლებსაც არა ჰყავთ მუდმივი პარტნიორები, დიდად არ ინტერესდებიან საკითხით: რისი გემო აქვს, ან საერთოდ – მოსწონთ თუ არა ქალებს მათი სპერმის გემო.

მაგრამ, თუ მამაკაცს ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებს საყვარელ ქალთან, რომელსაც არ მოსწონს მისი ეაკულატორის გემო, ამ შემთხვევაში იგი დაინტერესებულია ყველაფერი გააკეთოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც კი შეიძლება იყოს მისი შესაძლებლობის ფარგლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალების მხრიდან ორალურ სექსზე უარის თქმის ძირითადი მიზეზია ის, რომ მათ არ მოსწონთ პარტნიორის სპერმის გემო და სუნი.

ქალების შეხედულების მიხედვით სპერმა ძირითადად შეიძლება დახასიათდეს ამგვარად:

 მწარე და საშინელი;

 თბილი, მტკნარი და არასასიამოვნო;

 სპეციფიკური მეტალის გემოთი;

 ოდნავ მარილიანი;

 მოტკბო და ასე თუ ისე – ასატანი;

 ყოველგვარი გემოსა და სუნის გარეშე (მიიჩნევა სასურველად);

 მოტკბო-მომჟავო – მოსაწონი;

 განიცდიან ორგაზმს მისი შეგრძნებისთანავე;

 და სხვა…

ბევრი უროლოგი ამტკიცებს, რომ თავად ადამიანს არანაირად არ შეუძლია შეცვალოს საკუთარი სპერმის გემო. ისინი მიიჩნევენ, რომ სპერმის შემადგენლობა მუდმივია, რადგან იგი შეიცავს სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი კომპონენტების ზუსტ ნაზავს.

ვსაუბრობთ რა სპერმის მუდმივ შემადგენლობაზე, გავიხსენოთ რისგან შედგება სპერმა:

 96% წყალი;

 დანარჩენი 4%:

 ფრუქტოზა, რომელიც კვებავს სპერმას;

– C ვიტამინი, რომელიც უნარჩუნებს სპერმას სიჯანსაღეს;

– ნატრიუმის ბიკარბონატი;

– ტუტოვანი შენაერთები, რომელიც იცავს სპერმატოზოიდებს საშოს მჟავე გარემოში;

– ამ 4%-ში ასევე შედის: სხვადასხვა ცილები, ქოლესტერინი, ფერმენტები და მაგნიუმის, ფოსფორის, კალიუმის და თუთიის რამდენიმე მინერალი, რაც ანიჭებს სპერმას უცნაურ მეტალის გემოს (ლითონისებური გემო).

სპერმის გემოს შესაძლო ცვლილებაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ექიმების მეორე ჯგუფს. მათ გამოკითხეს პლანეტის ყველაზე ცნობილი პორნო ვარსკვლავი ქალები, რომელთაც გასინჯული ჰქონდათ ათასობით მამაკაცის სპერმის გემო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სპეციალურ შედეგზე ორიენტირებულ დიეტას, კარდინალურად შეუძლია შეცვალოს სპერმის გემო.

იგივე კვლევებით დადგენილი იქნა, რომ ვეგეტარიანელი მამაკაცების სპერმას აქვს გაცილებით უკეთესი, ნაკლები მეტალის გემო.

ექიმების ორივე ჯგუფი კი შეთანხმდა, რომ საკვებში მეტი ხილისა და ბოსტნეული მოხმარებით ორგანიზმი იღებს მეტ ფრუქტოზას, რაც არა მხოლოდ აუმჯობესებს სპერმის გემოს, არამედ იცავს მამაკაცებს გულსისხლძარღვთა დაავადებისა და კიბოს რისკისაგან.

სპერმის გემოს შეცვლა ხდება იმის გამო, რომ მასში ხვდება მინერალები, ვიტამინები და იგივე ფრუქტოზა. შესაბამისად, რაც უფრო მეტია მის შემადგენლობაში ფრუქტოზა, მით უფრო მოტკბო და სასიამოვნო გემო აქვს სპერმას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მამაკაცის სპერმა თავისებური და უნიკალურია. განსხვავება რადიკალური არ არის, თუმცა მაინც არსებობს. ზოგის სპერმას მარილიანი და მჟავე გემოც კი აქვს, ზოგისა კი უფრო მოტკბო და სასიამოვნო გემოსია.

ამიტომ, რა თქმა უნდა საკვებიც სხვადასხვა მამაკაცებში სხვადასხვაგვარად მოქმედებს მის გემოზე.

სპერმის და მისი გემოს მიმართ ქალებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ და მათი მოსაზრებებიც განსხვავებულია.

ამიტომ, მამაკაცებს, რომელთაც უყვართ ორალური სექსი და სურთ, რომ საყვარელი ქალებისთვის  მათი სპერმის გემო ასატანი და სასიამოვნოც კი იყოს, საჭიროა კვებაში კორექტივების შეტანა (თუ მუდმივად არა, ყოველ შემთხვევაში ორალურ სექსამდე 2-3 დღის, ან მინიმუმ 24 საათის განმავლობაში მაინც).

მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას მიირთმევს მამაკაცი უშუალოდ მინეტის წინ.

ცნობილია, რომ საკვები ზოგადად მოქმედებს არა მხოლოდ სპერმაზე, არამედ მთელს ორგანიზმზე. მაგალითად, ტკბილეულობის ზედმეტმა მოხმარებამ, შესაძლოა აამაღლოს სისხლში შაქრის დონე და გამოიწვიოს ვაგინიტი (რძიანა), შესაბამისად კი არასასიამოვნო სუნი საშოდან (ან პენისიდან).

სპერმის გემოზე შეიძლება იმოქმედოს ორგანიზმში დაგროვილმა ტოქსინებმა (მათ შორის თამბაქოს, ალკოჰოლის, ზედმეტი ფასტფუდის და შემწვარი საკვების გამო).

იმისათვის, რომ მოხდეს ორგანიზმიდან ამ ტოქსინების გამოდევნა, რეკომენდებულია ბევრი სითხის (სუფთა წყლის) მიღება.

გაითვალისწინეთ, რომ ეთერული ზეთები, რომელსაც შეიცავს მძაფრი სუნის მქონე ზოგიერთი პროდუქტი (მაგალითად ხახვი ან ნიორი) ხვდება სისხლში და რამოდენიმე საათის შემდეგ დაუმატებს საკუთარ „ნოტებს“ ოფლისა და ინტიმური გამონადენის (ჩვენს შემთხვევაში სპერმის) სუნს და გემოს.

დაწერე კომენტარი