რა მოქმედებს სპერმის გემოზე?

იმის გამო, რომ მამაკაცის ეაკულატორი ორგანიზმის პროდუქტს წარმოადგენს, მისი ხარისხი და მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაზე.

ამიტომ, გამოყოფილი უნდა იქნას შემდეგი ძირითადი ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მამაკაცის სპერმის გემოზე:

 ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებები – როგორც ცნობილია, ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ განსხვავებულია მათ სხეულში არსებული სითხეც. მაგალითად ისე, როგორც ოფლი – ერთისთვის ნეიტრალური, ხოლო მეორისთვის მკაფიოდ გამოხატული;

 კვება – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მაქსიმალურ ზემოქმედებას ახდენს მამაკაცის სპერმის გემოზე (იხილეთ ქვემოთ: რომელი პროდუქტები მოქმედებენ სპერმის გემოზე);

 აქტიური ცხოვრების წესი – რაც უფრო აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო უკეთესად მიმდინარეობს მის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი და შესაბამისად მით უფრო ჯანმრთელია იგი. ამგვარად უკეთესი იქნება მისი სპერმის ხარისხი და გემოც;

 მავნე ჩვევები – ალკოჰოლი, თამბაქო, ფასტფუდი, შემწვარი, შებოლილი და სხვა მავნე პროდუქტები ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ სპერმის სუნსა და გემოზე, არამედ მის ხარისხზე;

 წყლის ბალანსი – მამაკაცის ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვა მოქმედებს სპერმის თვისებებზე და რამდენადმე არბილებს მის გემოს. რაც უფრო მეტ სითხეს იღებს მამაკაცი, მით უფრო ნეიტრალური და ნაკლებად გამოხატულია სპერმის გემო.

როგორ შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ სპერმის გემო

ბევრს არ შეგაწყენთ თავს საკვებზე და სპერმის გემოზე საუბრით და ჩამოვაყალიბებთ ძირითად პუნქტებს, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ მამაკაცის სპერმის გემოზე პრეტენზია არ არსებობდეს:

 ნუ დალევთ ბევრ ალკოჰოლს, მაგრამ თუ ძალიან გსურთ მისი მიღება, ნუ დალევთ ლუდს ან არაყს, მიირთვით ვისკი, იგი შედარებით არბილებს სპერმის გემოს;

 ძალიან ცუდად მოქმედებს სპერმის გემოზე თამბაქო, ამიტომ კარგი იქნება თუ მისგან თავს შეიკავებთ ან შეამცირებთ მოხმარებას ორალურ სექსამდე ერთი დღით ადრე მაინც (ცუდად მოქმედებს სპერმის გემოზე ნარკოტიკებიც).

 თავი შეიკავეთ ზედმეტი რაოდენობის კოფეინის შემცველი სასმელებისგან (ყავა, ჩაი და ა.შ) და პროდუქტებისგან – მაგალითად შოკოლადი.

 სპერმის გემოზე კარგად მოქმედებს იოგურტი, რომელიც მას ანიჭებს მოტკბო გემოს, თუმცა რძემჟავას პროდუქტების მიღებას აქვს უკუ ეფექტიც, იგი აძლევს სპერმას არასასიამოვნო სუნს და სპეციფიკურ გემოს.

 მიირთვით ბევრი ხილი და ნატურალური ხილის წვენი, რომელიც მდიდარია ბუნებრივი შაქრით და შეუძლია გაანეიტრალოს სიმწარის შეგრძნება. ამ მხრივ ყველაზე რეკომენდებული ხილია: ანანასი, შტოში, პაპაია, ბანანი, ნესვი, მანგო, კივი, ვაშლი, ყურძენი. მათ შეუძლიათ სასიამოვნოდ შეცვალონ, ან უკიდურეს შემთხვევაში გაანეიტრალონ სპერმის არასასიამოვნო გემო.

 მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. ამით ძალიან დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს. სპერმის გემოზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ფერადი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და სატაცური.

 ნუ მიიღებთ ჭარბი რაოდენობით წითელ ხორცს, იგი უარყოფითად მოქმედებს სპერმის გემოზე. თუ ხორცი ძალინ გიყვართ და მასზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, უმჯობესია მიირთვათ წიწილის ან ინდაურის თეთრი ხორცი, ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ცილას, რაც სპერმას ათავისუფლებს მწარე გემოსგან.

 მოერიდეთ მძიმე სპეციებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცა ნიორი და ხახვი თქვენ ხომ არ მოგწონთ კოცნა, როცა ეს პროდუქტები გაქვთ მირთმეული? – ასეთივე გემოს აძლევენ ისინი სპერმას.

 სპერმას მოტკბო გემოს აძლევს და აუმჯობესესბ მის ხარისხს ოხრახუში, ნიახური და კამა. თუმცა ზედმეტი რაოდენობით არ არის რეკომენდებული უსიამოვნო სუნის თვალსაზრისით. ეს დილემაა და წყვილების გადასაწყვეტია რას მიანიჭებენ უპირატესობას.

 შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი თუთიით მდიდარი პროდუქტები. მაგალითად ზღვის პროდუქტები (ხამანწკები, კრივეტები და ა.შ). თუთია ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპერმის გემოსთვის, არამედ ზოგადად, მისი სიჯანსაღისთვის.

 მოერიდეთ ცხიმიან, შებოლილ, ცხარე და ზედმეტად მარილიან პრიდუქტებს. აგრეთვე ყოველგვარ ფასტფუდს და არაჯანსაღ საკვებს. ისინი გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებითა და არა მხოლოდ სპერმას ანიჭებს არასასიამოვნო მომწარო გემოს, არამედ ძალიან ცუდად მოქმედებს პოტენციაზე და ზოგადად, ჯანმრთელობაზე.

 სპარმის გემოზე გავლენას ახდენს სხვადასხვა მედიკამენტები. მაგალითად, თუ მამაკაცი იღებს ანტიბიოტიკებს, მის სპერმას მკვეთრად გამოხატული მედიკამენტის გემო აქვს.

იგივე შეიძლება ითქვას სხვადასხვა სახის ნაყენებზე და ხალხური მედიცინის საშუალებებზე. მათი მოხმარების შემდეგ სპერმამ შესაძლოა მიიღოს მომწარო-სპეციფიკური გემო.

ამიტომ, მედიკამენტების მიღების პერიოდში, რეკომენდებულია ორალური სექსისგან თავის შეკავება, რადგან თუ ქალს არ მოეწონა სპერმის გემო და მისთვის ის აუტანელი აღმოჩდა, შესაძლოა სექსის ამ სახეობაზე საერთოდ უარი განაცხადოს.

 მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. იგი გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და სპერმის გემოს უფრო სასიამოვნოს გახდის;

 იმისთვის, რომ პირველი ორალური გამოცდილება პარტნიორი ქალისთვის დაუვიწყარი იყოს, სპერმის გემოს შეგრძნებასთან მიმართებაში, მამაკაცმა ამ საოცნებო დღემდე რამდენიმე დღით ადრე თავი უნდა აარიდოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას.

როგორც ცნობილია, სპერმატოზოიდებს „არ უყვართ“ პირდაპირი მზის სხივები, ცხელი აბანო, საუნა, მჭიდრო ქვედა საცვალი. ექიმები უკრძალავენ მამაკაცებს მუხლებზე ლეპტოპის დადებას, რათა მისმა სიმხურვალემ ცუდად არ იმოქმედოს სპერმაზე.

 დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე (სექს-შოფებში და ინტერნეტ მაღაზიებში) მრავლად შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სახის სინთეტიკური პრეპარატები, რომლებიც თითქოსდა გარანტირებულს ხდის სპერმის სხვადასხვა არომატს და სასიამოვნო გემოს.

ნუ დახარჯავთ ფულს ამგვარი გაუგებრობების შეძენაში. ამით არა მხოლოდ ავნებთ საკუთარ ორგანიზმს, არამედ სამუდამოდ გააფუჭებთ სპერმატოზოიდებს.

ფაქტია, რომ ამგვარი პრეპარატების მწარმოებლების გარდა არავინ იცის რა არის მათი წარმოების დროს გამოყენებული.

 იმისათვის, რომ იგრძნოთ რაიმე სახის შედეგი და ორალურმა სექსმა მოგანიჭოთ ნამდვილის სიამოვნება, საკვების მიღებიდან თესლის დანთხევამდე უნდა გავიდეს მინიმუმ 24 საათი (იდეალურია 3-5 დღე).

ორალურ სექსამდე რამდენიმე საათით ადრე სპერმის გემოს შეცვლის მიზნით მიღებული ხილი (ანანასი, ბანანი, მანგო და ა.შ) გარკვეულწილად გააუმჯობესებს სპერმის გემოს, მაგრამ ძირითად, მყარ შედეგს არ მოგცემთ.

პს. და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ სპერმა, რომელსაც აქვს მძაფრი სუნი, შესაძლოა რაიმე სახის ინფექციის ნიშანი იყოს.

თუ თქვენი რაციონიდან გამომდინარე სპერმის გემო იცვლება, მაგრამ სუნი არ ქრება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სპერმის გემოს გასაუმჯობესებელი კოქტეილი 

ეს არა მხოლოდ გემრიელი კოქტეილია, არამედ სასიამოვნო გემოს და სუნს ანიჭებს მამაკაცის სპერმას.

მაშ ასე, სცადეთ შემდეგი რეცეპტი:

 ¼ ახალი, ქორფა ანანასი, დაჭრილი კუბიკებად;

 1 დაჭრილი ბანანი;

 4 ყინულის კუბიკი;

 1 ჭიქა ანანასის ან ვაშლის წვენი (მწვანე ვაშლის გარდა);

ჩაყარეთ ეს ყველაფერი ბლენდერში და კარგად მოურიეთ (შეგიძლიათ დაუმატოთ ხორბლის მარცვლები ან ცილის ფხვნილი).

დალიეთ მიღებული კოქტეილი ორალურ სექსამდე რამოდენიმე საათით ადრე. მინეტის შემდეგ პარტნიორი ქალი დარწმუნდება, რომ სხვაობა ნამდვილად არის და სპერმის გემო რამდენადმე გაუმჯობესებულია.

დაწერე კომენტარი