მანქანაში სექსი

მამაკაცებო, ყურადღებით: მანქანაში სექსი კარგია, მაგრამ შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს! როდის? სად? როგორ? სწორედ ამ თემაზეა მეცნიერ ანია დრიუსის ახალი ბლოგი. ანია ეროტიკული აქსესუარების მწარმოებელი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის, Beate Uhse-ს (ს)ექსპერტია და კარგად იცის, რა დროს რა მოსწონთ ქალებს და მამამაკაცებს. მაშ ასე, 10 რჩევა ანია დრიუსისგან:

1. პრელუდია

გამოცდილ მამაკაცებს უკვე გეცოდინებათ, რომ ჩვენ, მანდილოსნებს აღგზნებისთვის თქვენზე მეტი დრო გვჭირდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ შესავალი, გნებავთ პრელუდია, მომდევნო შუქნიშანზევე დაიწყოთ. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი მოფერება ფეხზე, კაბის ოდნავ ზემოთ აწევა…

ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე…

Auto Bild

2. ტანსაცმელი

მანქანაში კარგი სექსისთვის ტანსაცმლის სწრაფად გახდა აუცილებელია. გოგონებისთვის მინი-ქვედაბოლო იდეალურია, ბიჭებისთვის კი ჯინსი მაინცდამაინც რეკომენდებული არ არის – იმიტომ, რომ ჯინსს უმეტესად ბევრი ღილი აქვს და მანქანაში მისი გახდა ბევრ დროს წაიღებს. ყველაფერს სპორტული შარვალი ჯობია. არაა აუცილებელი, რომ ეს მოკლე ”შორტი” იყოს. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ფლოსტები – ეს ძალიან არასექსუალურია!

Auto Bild

3. ადგილი

იმისათვის, რომ ქალი მაქსიმალურად განტვირთული იყოს და არაფერზე ინერვიულოს, ძალიან წყნარი და მაქსიმალურად უკაცრიელი ადგილი უნდა მოძებნოთ. ეს კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არ დაგაჯარიმონ.

4. მუსიკა

კარგია, თუ ქალის საყვარელი მუსიკა თან გექნებათ – აუცილებლად გაუხარდება, რომ ამაზეც იზრუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ რიტმი ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს უამრავი ეროტიკული კომპოზიცია.

5. წელიწადის დრო

მანქანაშიც და გარეთაც ტემპერატურა საშუალო უნდა იყოს. სექსი მანქანაში არც მაშინაა კომფორტული, როცა ძალიან ცხელა და არც მაშინ – როცა ძალიან ცივა. შესაბამისად, საუკეთესო დროები გაზაფხული და შემოდგომაა.

Auto Bild

6. მანქანის სალონი

იზრუნეთ იმაზე, რომ ავტომობილის ინტერიერში სისუფთავე და მაქსიმალური კომფორტი იყოს. მანქანა საწოლი არ არის, სალონში ბევრი რამ არის ხელის შემშლელი – მაგალითად, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი, სათავსო ცენტრალურ კონსოლზე და ა.შ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ გადასაფარებელს და მანქანის ბალიშებსაც თან იქონიებთ.

7. ხელის მუხრუჭი

ამოწეულმა ხელის მუხრუჭმა შეიძლება სერიოზულად შეგიშალოთ ხელი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც მანქანაში სექსისთვის ძირითადად უკანა სავარძელს ირჩევენ ხოლმე.

8. სივრცის პრობლემა

სივრცის ნაკლებობა განსაკუთრებით პრობლემატური მცირე ზომის ავტომობილებშია. თუმცა სივიწროვეს თავისი პლუსებიც აქვს: რაც უფრო ცოტაა სივრცე, მით უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან. ნუ მოგერიდებათ იმის, რომ წინა სავარძლები მაქსიმალურად წინ გასწიოთ და საზურგეები გადასწიოთ. ამით თქვენ მხოლოდ თქვენი პარტნიორის კომფორტზე ზრუნავთ, რაც მას აუცილებლად მოეწონება.

Auto Bild

9. პოზა

ამ მხრივ ვერცერთი ექსპერტი ვერაფერს გირჩევთ, რადგან თქვენზე და თქვენს პარტნიორზე უკეთ არავინ იცის, რომელი პოზაა თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის საუკეთესო. ასე რომ, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

10. ეპილოგი

ქალებს მოფერება სექსის მერეც უყვართ. ასე რომ, მანქანას მაშინვე ნუ დაქოქავთ!

დაწერე კომენტარი