რა ზომისაა თქვენი სასქესო ორგანო?

იმისათვის, რომ სწორად იქნას შეფასებული სასქესო ორგანოს ზომა, პირველ რიგში საჭიროა მისი გაზომვა ორ მდგომარეობაში:

»» მოსვენებულ მდგომარეობაში;

»» მაქსიმალური ერექციის დროს;

როგორი პირობები უნდა იყოს პენისის გაზომვის დროს– იმისთვის, რომ სწორად იქნას განსაზღვრული სასქესო ორგანოს ზომები, აუცილებელია შექმნილი იყოს სწორი პირობები, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ გარე ფაქტორებზე, არამედ მამაკაცის შინაგან მდგომარეობაზე:

 შენობის ტემპერატურა;

 ადამიანის ფსიქოემოციონალური მდგომარეობა;

 სქესობრივი აქტების რეგულარულობა;

 აღგზნების ხარისხი;

 დღის პერიოდი;

იმისათვის, რომ სასქესო ორგანოს ზომა იყოს ობიექტური, უნდა იყოს დაცული ზემოთ ჩამოთვლილი პირობები – შენობაში, სადაც ხდება სასქესო ორგანოს გაზომვა, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურა (სასურველია სხეულის კომფორტული ტემპერატურა – 22-25 გრადუსი) რადგან სასქესო ორგანოს ზომები იკუმშება და უფრო ნაკლებია.

მამაკაცი არ უნდა იყოს სტრესულ ან დეპრესიულ მდგომარეობაში (ნერვულ სიტუაციებში პენისის ზომა მცირდება) უნდა ჰქონდეს რეგულარული (ნორმის ფარგლებში) სქესობრივი ცხოვრება და მაღალი აღგზნების ხარისხი, რადგან არასაკმარისი ერექცია მოქმედებს სასქესო ორგანოს სიგრძესა და დიამეტრზე.

მნიშვნელობა აქვს დღის პერიოდსაც, მაგალითად დილით პენისი უფრო ერეგირებულ მდგომარეობაშია ვიდრე საღამოს, ამიტომ უმჯობესია მისი გაზომვა დღის შუა პერიოდში მოხდეს.

სპეციალისტები რეკოენდაციას იძლევიან გაზომვა მოხდეს აღგზნების სხვადასხვა ხარისხის დროს, რათა შედეგები იყოს ზედმიწევნით ადეკვატური.

პენისის სიგრძის გაზომვა – მამაკაცების უმრავლესობის აზრით, ინტიმურ ურთიერთობებში მთავარ როლს თამაშობს პენისის სიგრზე. ამ დროს, ქალების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მთავარი არა პენისის სიგრძე, არამედ მისი დიამეტრი და საწოლში მამაკაცის აქტიურობაა.

რომელ მოსაზრებასაც არ უნდა დაეყრდნოს, თითეულმა მამაკაცმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ როგორ განსაზღვროს ზუსტად საკუთარი სასქესო ორგანოს ზომები.

პენისის გაზომვის ინსტრუქცია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

 გაიხადეთ და დადექით სწორად;

 გადახარეთ აღგზნებული პენისი ისე, რომ იგი იყოს იატაკის პარალელურად;

 გამოიყენეთ ჩვეულებრივი სახაზავი – მისი ერთი ბოლო მიიდეთ მუცლის ქვემოთ, ბოქვენის ძვალზე, მეორე კი მიმართეთ პენისის წვერისკენ და კარგად მიაჭირეთ სახაზავი სასქესო ორგანოს.

 გაზომეთ მანძილი სახაზავის ბოქვენის ძვალთან შეხების წერტილიდან – პანისის თავის წვერომდე;

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სახაზავის შკალები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთსგან და სანტიმეტრების ათვლა არ იწყებოდეს კიდედან, ამიტომ ასეთი სახაზავის შეთხვევაში, საჭიროა მიღებულ შედეგს დაუმატოთ დანაკლისი მილიმეტრები, რომ მიიღოთ ზუსტი შედეგი.

ამგვარი მარტივი მეთოდით შესაძლებლია გამოთვალოთ სასქესო ასოს „მუშა“ სიგრძე.

პენისის დიამეტრის გაზომვა – როგორ უნდა გამოითვალოს სასქესო ასოს დიამეტრი? – ეს შედარებით რთული ამოცანაა, რადგან პენისის დიამეტრი მის სხვადასხვა მინაკვეთში სხვადასხვაა.

იმისათვის, რომ არ შეცდეთ და მიიღოთ ზუსტი შედეგ საჭიროა შემდეგი ტექნოლოგია:

 გამოიყენეთ ჩვეულებრივი ძაფი (სასურველია იგი იყოს მეტ-ნაკლებად სქელი და ხარისხიანი);

 პირველად გაზომეთ დიამეტრი პენისის ფუძესთან (ანუ შემოახვიეთ ძაფი, მონიშნეთ ზუსტი ზომა და დაადეთ ძაფი სახაზავს);

 შემდეგ გააკეთეთ იგივე პენისის შუა ნაწილში;

 ბოლოს კი ჩაატარეთ იგივე მოქმედება, ანუ გაზომეთ ძაფის სიგრძე პენისის თავთან;

მიღებული სამი შედეგი შეაჯამეთ და გაყავით 3-ზე, შემდეგ კი გაყავით რიცხვზე „პი“ (რიცხვი π – სიგრძის შეფარდება დიამეტრთან – უდრის – 3,14).

 

პენისის გაზომვა „მოსვენებულ მდგომარეობაში“ – არსებობს პენისის მოსვენებულ მდგომარეობაში გაზომვის რამოდენიმე ხერხი. მათ შორის ყველაზე მარტივია:

 გაზომვა უნდა მოხდეს მაშინ, როცა პენისი არის არაერეგირებულ მდგომარეობაში;

 მიიდეთ სახაზავი პენისის დორსალურ (ზედა) ზედაპირზე;

 ხელი მოკიდეთ პენისის თავს და გასწიეთ იგი წინ ისე, რომ მუცლელთან (ბოქვენის ძვალთან) ქმნიდეს 90 გრადუსს;

 მონიშნეთ მანძილი სახაზავის საწყის და საბოლოო მაჩვენებელს შორის;

აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ ამ მონაცმებზე დაყრდნობით არ შეიძლება ვიმსჯელოთ მამაკაცური ღირსების ზომებზე აღგზნებულ მდგომარეობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში, „მოსვენებული მდგომარეობიდან“ პენისი შეიძლება გაიზარდოს მნიშვნელოვნად, ზოგ შემთხვევაში კი – არა. ეს პროცესი ინდივიდუალურია, ამიტომ ამგვარი მონაცემები ნაკლებად სასარგებლო და ინფორმატიულია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდი ზომის პენისები, აღგზნების დროს იზრდება უმნიშვნელოდ, ხოლო პატარა ზომის პენისებმა – პირიქით, განიცადონ საკუთარი პარამეტრების მნიშვნელოვნად კორექტირება ზრდის თვალსაზრისით.

დაწერე კომენტარი