ქვედა საცვლის შერჩევა

თანამედროვე ქალს თეთრეულის შერჩევის პრობლემა ნაკლებად აქვს, თუმცა ბევრი მოდელი არც თუ ისე უსაფრთხოა. ქვედა საცვლის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული არა მარტო კომფორტი, არამედ ჯანმრთელობაც.

სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული თეთრეული
საცვალი უნდა “სუნთქავდეს”. ექიმები სინთეტიკური ქსოვილის საცვლის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რადგან იგი იწვევს კანის გაღიზიანებას, ასევე პროვოცირებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დისბაქტერიოზი, გარდნერელოზი და რძიანა. სინთეტიკა აკავებს ტენს, ხოლო თბილი, ტენიანი გარემო საუკეთესო მიკროკლიმატია საშიში მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის.
სინთეტიკური თეთრეული კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ ჩაიცვით. კრიტიკული დღეების პერიოდში კი საერთოდ არ გირჩევთ მის ჩაცმას. ნებისმიერ ტრუსში უნდა იყოს ბამბის საფენი, იმ ადგილას, რომელიც უშუალოდ ეხება სასქესო ორგანოს.

მჭიდრო თეთრეული
ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ქალისთვის მჭიდრო თეთრეულია. ის იწვევს მცირე მენჯში სისხლის შეგუბებას, შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს, საკვერცხისა და დანამატი მილების ანთება. გარდა ამისა მჭიდრო თეთრეულმა ბაქტერიული ინფექციის განვითარების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს. კანს უჭირს “სუნთქვა”, რამაც შეიძლება საზარდულის დამუწუკება განაპირობოს.

სტრინგი
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, ვინც ხშირად ატარებს სტრინგს, ხშირად აწუხებთ ცისტიტი. საქმე ისაა, რომ ქსოვილის ვიწრო ზოლი აზიანებს ლორწოვანს. შედეგად ჩნდება ინფექციის კერა, რომელიც იჭრება შარდის ბუშტში. სტრინგზე სრულად უარის თქმა არ ღირს, თუმცა ყოველდღე ტარებაც არ არის რეკომენდებული.

ტრუსი-შორტიგარკვეულ საშიშროებას წარმაოდგენს ელასტიური ტრუსი-შორტი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის და აწვება სხეულს, რაც მავნებელია ვარიკოზული დაავადების დროს, რადგანაც სისხლძარღვებში უფრო მეტი სისხლი გროვდება.

ფერადი და მაქმანიანი თეთრეული
მკვეთრი ფერის თეთრეული მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინეთ. უხარისხო საღებავებზე კანის რეაქცია შეიძლება გამოიხატებოდეს ეგზემით ან დერმატიტით. მაქმანმა შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. მაქმანიანი საცვალი არ არის ყოველდღიური ხმარებისთვის განკუთვნილი. ყოველდღიური ხანგრძლივი ტარებისთვის მისაღებია საცვალი, რომელიც არაფერს უჭერს, არ აღიზიანებს კანს და დამზადებულია ნატურალური ქსოვილისგან. ამ კუთხით უსაფრთხოა ბიკინი. ის ესთეტიური და ლამაზია, არ აძლევს მტვერსა და მიკრობებს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას.

დაწერე კომენტარი